“ბარსელონა” პრესეზონს 2023 წელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარებს. ამ მომენტისთვის “ბარსა” გეგმავს, აშშ-ში 19 ივლისიდან 30 ივლისამდე დარჩეს.
კატალონიური გუნდი ჩრდილოეთ ამერიკაში წინა წელსაც თითქმის ზუსტად იდენტური დროით დარჩა – 16 ივლისიდან 31 ივლისამდე. მთავარი განსხვავება ისაა, რომ “ბარსელონა” დასავლეთ სანაპიროს საბაზო ბანაკში დასახლდება და იმდენი მოგზაურობა აღარ მოუწევს, როგორიც შარშან – 2022 წელს “ბარსამ” მატჩები მაიამიში, ლას ვეგასში, დალასსა და ნიუ იორკში ჩაატარა.
Sport-ის ცნობით, “ბარსელონა” 3-4 ამხანაგური შეხვედრის გამართვას გეგმავს. კლუბი ჟოან გამპერის თასის ჩატარების დროზეც ფიქრობს. ლა ლიგის მომავალი სეზონი 12-13 აგვისტოს დაიწყება.


ან რეალს.
ისევ იუვეს ეთამაშებიან დდ