workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკიმ ცხოვრების ურთულესი პერიოდი გაიხსენა

რობერტ ლევანდოვსკიმ ცხოვრების ურთულესი პერიოდი გაიხსენა

31 მარტს Amazon Prime-ზე რობერტ ლევანდოვსკი დოკუმენტური ფილმი “Unknown Lewandowski” გამოვიდა, რომელშიც პოლონელმა საკუთარი ცხოვრების უცნობ დეტალებზე ისაუბრა. 

ერთ-ერთ ეპიზოდში ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მომენტი გაიხსენა, როცა თავის მეუღლეს, ანა ლევანდოვსკას ევრო 2016-ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მუცელი მოეშალა:

მხოლოდ ფეხბურთზე ვერ ვფოკუსირდებოდი. ეს ჩვენი ოჯახისთვის რთული სიტუაცია იყო. როგორმე ფეხბურთის თამაშზე უნდა მეფიქრა, მაგრამ თავში უფრო დიდი აზრები მიტრიალებდა. ქომაგებმა არაფერი იცოდნენ და რობერტისგან მხოლოდ გოლებს ელოდნენ. 

ლევანდოვსკი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, რადგან ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიას, გერმანიასა და უკრაინას კარში ვერ დაურტყა, მერვედფინალში კი შვეიცარიასთანაც ვერ გაიტანა, თუმცა თერთმეტმეტრიანების სერიაში თავისი დარტყმა გამოიყენა და გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. პოლონელმა ტურნირზე ერთადერთი გოლი პორტუგალიას გაუტანა და პენალტების სერიაშიც შეაგდო, მაგრამ მისი გუნდი გავარდა.

რობერტმა და ანამ დაბრკოლებები გადალახეს და ახლა ორი ქალიშვილი ჰყავთ: კლარა (2017) და ლაურა (2020).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 08 აპრ 2023, 22:58
    #3

    ჯანმრთელობას ვუსურვებ ამ წყვილს♥️

  • nika 54
    schedule 08 აპრ 2023, 18:24
    #2

    ძალიან სიმპატიური წყვილია. ბედნიერებას ვუსურვებ.

  • Frenkie de Jong_
    schedule 08 აპრ 2023, 18:00
    #1

    ზოგადად ძან კარგია როცა შემდგარი ადამიანები ლაპარაკობენ თავუანთ პრობლემებზე რაღაცნაირად მოტივაციასავით არის სხვებისთვის.