გუშინ, “ელჩესთან” შეხვედრაში, “ბარსელონას” პირველ გუნდში ალეიშ გარიდოს დებიუტი შედგა.
19 წლის ფეხბურთელმა ანსუ ფატი შეცვალა და მოედანზე 9 წუთი გაატარა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გარიდო მე-10 მოთამაშეა, რომლის დებიუტიც ჩავი ერნანდესის ხელში შედგა. ჩავის მოსვლის შემდეგ “ბარსაში” დებიუტი ასევე ჰქონდათ: ილიას აკომაშს, ფერან ჟუტგლას, ალვარო სანსს, ესტანის პედროლას, მიკა მარმოლს, ინიაკი პენიას, მარკ კასადოს, შადი რიადსა და ანხელ ალარკონს.
გარიდო 2004 წლის 22 თებერვალს, რიპოლში დაიბადა და 2012 წელს “ბარსას” 8-წლამდელთა გუნდს შეუერთდა, რის შემდეგაც ყველა კატეგორია გაიარა. ის “ბლაუგრანაში” მე-11 წელს ატარებს და ამჟამად 19-წლამდელთა გუნდის წევრია. ალეიში გავის თაობაა და აკადემიაში მასთან ერთად თამაშობდა.
გარიდომ მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა: 9 ესპანეთის ახალგაზრდული ჩემპიონატში, 6 ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე და 5 “ბარსა ატლეტიკის” რიგებში. მის ანგარიშზე 3 გოლია.
ალბერ როგეს ცნობით, “ბარსელონა” ალეიშ გარიდოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ალეიშის ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.




ბევრი ახალგაზრდა ლა მასიელი გაგვიზარდოს ღმერთმა, კლუბის აღზრდილები უფრო მონდომებულები და მიზნისკენ მიმავლები არიან.
ჟუტგლა თავის დროზე გამოყენებადი ფეხბურთელი იყო
Gushin 3-0ze ukve unda shemoeyara es bichebi da naxevari saati gaagorebdnen burtze, metic daje, mara ara me-80 wuts tuar daeloda ise ar sheudzlia
ჩავი რასაც აკეთებს შანსის მიცემა არაა, ბოლო ხუთი წუთი გამოიყვანს სეზონში 5 ჯერ ბავშვებს და მერე იკიდებს
ანუ გავი რანდენად ძლიერია,…. პედრის უკვე ბიძიების სიაში მოვისაზრებთ, მაგრამ ერთი თაობაა ეს, ბალდეც მათთან ერთად… ღმერთმა ჰქას და ეს ბიჭიც დაემატოს მათ სიას…