► ეს “ბარსელონათვის” პირველი მატჩია ბელორუსში, კატალონიელებს კი “უეფას” ტურნირებზე უკვე 400 მატჩი აქვთ ჩატარებული.
► “ბარსამ” ბოლო 2 გასვლითი მატჩიდან ორივე მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე. “შახტართან” (1:0) და “რეალთან (2:0). ეს ყველაფერი გასული სეზონის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში მოხდა
► “ბატე” არსებობის ისტორიაში მეორედ თამაშობს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. 2008/09 წლების სეზონში, მათ მხოლოდ 1 ქულა აიღეს 3 საშინაო მატჩიდან.
► ” ბატე” 4–ჯერ ეთამაშა “ლა ლიგას” გუნდებს და ყველა შეხვედრაში დამარცხდა. 2–ჯერ “რეალთან” და 2–ჯერ “ვილიარეალთან”.
► მატეა კეჟმანი, რომელიც “ბატემ” ამ ზაფხულს შეიძინა, ჰოლანდიაში, კერძოდ “პსვ–ში” იბრაჰიმ აფელაისთან ერთად თამაშობდა 2003/04 წლებში.
► “ბატეს” მწვრთნელი, ვიქტორ გონჩარენკო ბელორუსიის ნაკრების მცველი იყო 25 წლამდე, თუმცა მუხლის სერიოზულმა ტრავმამ მას ნაადრევად დაამთავრებინა კარიერა.
► არავის მოუწოდებია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ სათამაშო დღეს იმდენი კუთხური, რამდენიც “ბარსას”, თუმცა ზაგრების “დინამომ” გაიმეორა კატალონიელთა შედეგ (11 კუთხური).
► მატჩის არბიტრი გერმანელი მანუელ გრაფე იქნება, რომელსაც არასდროს განუსჯია ამ კლუბების შეხვედრა სხვა დროს.

