სამშაბათს დილით, კატალონიის “ბარსელონამ” გამართა პირველი ვარჯიში მინსკში, “დინამოს” სტადიონზე, რომელიც უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, “ბატესა” და “ლურჯ-ბროწეულისფერებს” შორის.
ვარჯიშში მონაწილეობა 20-მა ფეხბურთელმა მიიღო (18 პირველი გუნდის მოთამაშე და პლიუს დოს სანტოსი და სუენსა “ბარსა ბ-დან”). ტემპერატურა 15 გრადუსი იყო და ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა ვარჯიშმა. ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა კლუბის ხელმძღვანელობა სანდრო როსელის ხელმძღვანელობით. “ბლაუგრანას” პრეზიდენტმა ამ ყველაფრის შემდეგ ისადილა “ბატეს” პირველ პირებთან ერთად.
გთავაზობთ ვარჯიშის ამსახველ სურათებს:

















