“ლილის” 23 წლის ტალანტმა, ჯონათან დევიდმა Winamax FC-თან საუბრისას საინტერესო კომენტარი გააკეთა:
ბავშვობიდან, ჩემი ფავორიტი კლუბი ყოველთვის “ბარსელონა” იყო.
მოსალოდნელია, რომ კანადელი შემტევი ფრანგულ გუნდს მომავალ ზაფხულში დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ის უკვე “ლილის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსას” გეგმებში ცენტრფორვარდის შეძენა ნამდვილად შედის, მაგრამ რთული სათქმელია, კატალონიური კლუბი ჯონათან დევიდის ღირებულებას რამდენად გასწვდება. Transfermarkt-ი მას €45 მილიონად აფასებს.
ამ პოზიციის ფეხბურთელებს შორის “ბლაუგრანას” ვიტორ როკესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს უკავშირებენ.
ეს ფატის ბიძაშვილი ხო არ არის, რა მაგრა გავს.
ეს 1 სეზონი და პლუს მომდევნოც ლევანდოვსკი ივარგებს და მერე შმეცვლელი ქინება მოსაყვანი;
დავით, შენი იმედი რაღაც არ მაქვს
როკე მგონია, რომ ჩაფლავდება და ობამეიანგი კიდე ფორმაში ნამდვილად არ არის… ნორმალურად არ უთამაშია რაც წავიდა იმის მერე
როგორ მევასება არადა ეს, რაშფორდის ტიპის შემტევია, წელს მბაპეს რო დაახიოს ბომბარდირობა ღადაობა იქნება 😀 არადა მაგარ ფორმაშია.
ჰოდა დავაცადოთ 1 წელი ის როკეც ან გაამართლებს ან არა და მაგ ბრაზილიელებში ფულის ყრას სჯობს ვინმე წესიერი უფასოდ მოვიყვანოთ,ნუ თუ იმ შემთხვევაში თუ ალვარეზს არ იყიდიან.ჯერ მარჯვენა მცველს მიხედონ და იქნებ მესიც უფასოდ მოვიდეს თუ დაგვანება იმ ოხრად დასარჩენმა ტებასმა თუ არადა ისედაც ვერავის ვიყიდით