19 მარტს “რეალ მადრიდის” დამარცხების შემდეგ “ბარსელონამ” ლა ლიგაში უახლოეს მდევართან სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი გუნდს პირველი მატჩი 1 აპრილს, “ელჩეს” წინააღმდეგ უწევს.
იმის ფონზე, რომ ანდრეას კრისტენსენი, ფრენკი დე იონგი, პედრი, რონალდ არაუხო და უსმან დემბელე ტრავმირებულნი არიან, მოსალოდნელია, რომ “ელჩესთან” მატჩში ცვლილებები იქნება.
AS-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი როტაციას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ ერიკ გარსია, მარკოს ალონსო, ჟორდი ალბა, პაბლო ტორე, ფერან ტორესი და ანსუ ფატი “ელჩეს” წინააღმდეგ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებენ.
ეს მატჩი ბევრი ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელსაც იმის დამტკიცება სურს, რომ “ბარსელონაში” ყოფნას იმსახურებს, შესანიშნავი შანსი იქნება.




მეორე შემადგენლობით ვისთანაც გავედით , ყველასთან წავაგეთ…
ოღონდ ერიკ გარსია არა დავიღალე თამაშის ყურებასთან ერთად ლოცვით
ფატი და ტორესი გინდა ელჩესთან ათამაშე გინდა ინტერსიტისთან მაინც ხლამია. ტორე საინტერესოა.
ტორეც საინტერესო იქნება თუ სასტარტოში იქნება
ეს მატჩი ბევრი ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელსაც იმის დამტკიცება სურს, რომ "ბარსელონაში" ყოფნას იმსახურებს, შესანიშნავი შანსი იქნება.
ჩავი ეხლა ისეც ნუ იზავს რო ალმერია გაგვიკეთოს ელჩემ.
რეალის ფენები მბაპეს ადიდებენ)))იმედი აქვთ რო რეალში გადავა)))მე კი ვიცი ლაპო დაითრევს და მერე ნახეთ მაგათო დეპრესია
1 ტაიმში 1-2 გოლი და მერე უნდა გაიყვანოს კუნდე ბუსი ლევანა და რაფინია
გავი-ბუსკეცი-კესი
ალბა-ალონსო-კუნდე-რობერტო
ტერ შტეგენი