workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასს “პუმას” ახალი ბუცები აქვს

ფაბრეგასს “პუმას” ახალი ბუცები აქვს

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა სხვადასხვა მიზეზების და გამო დაარღვია კონტრაქტი “ნაიკთან” და მოაწერა ახალ ხელშეკრულებას ხელი “პუმასთან”.

 

ორშაბათს, როდესაც ფეხბურთელები ჯერ ისევ ბარსელონაში იმყოფებოდნენ, ესპანელი ნახევარმცველი დაუკავშირდა “ნაიკის” მესვეურებს და შეატყობინა კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ. მან ვარჯიშზე სწორედ “პუმას” ახალი ბუცები ჩაიცვა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში იგი გამოცდის მათ.

 

ამ მომენტიდან ფაბრეგასი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი, რომელიც “პუმას” უკეთებს რეკლამას. ამ კომპანიის ბუცებს ხმარობს ასევე ისეთი ცნობილი ფეხბურთელებიც, როგორებიც არიან: სერხიო აგუეირო, სამუელ ეტო’ო, სეიდუ კეიტა და ასევე მორბენალი ჰუსეინ ბოლტი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward