მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი და გვარდიოლა ერთმანეთს არ მიესალმნენ

როსელი და გვარდიოლა ერთმანეთს არ მიესალმნენ

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა და კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი მაშინ, როცა გუნდი აეროპორტში იმყოფებოდა, რათა გაფრენილიყო ბელორუსიაში “ბატესთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის ჩასატარებლად, ერთმანეთს არ მიესალმნენ, იტყობინება მადრიდული ყოველდღიური გამოცემა Marca.

 

“ბლაუგრანას” დამრიგებელი და პრეზიდენტი ერთმანეთთან იმის შემდეგ არ არიან ურთიერთობაში, როცა ხოსეპმა კომენტარი გააკეთა ჟოან ლაპორტას შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, პეპმა თქვა, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერები” არ უჩივლებენ ყოფილ პრეზიდენტს ფულის ტყუილ–უბრალოდ გაფლანგვისთვის და მითვისებისთვის. ამის მიუხედავად, კლუბის საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ყურადღება არ მიაქციეს გვარდიოლას ამ კომენტარს და გადასცეს სასამართლოს ლაპორტას საქმე.

 

იმედია როსელი და ხოსეპი თვითმფრინავში მაინც გაესაუბრებოდნენ ერთმანეთს და შერიგდებოდნენ, რადგან ეს კინკლაობა “ბარსელონას” კარგს არაფერს მოუტანს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში