დღეს ”ბარსას” პირველი გუნდი მინსკში 13 საათზე ჩაფრინდა. ხვალ, გუნდი ”ბატესთან” გამართავს მატჩს. პეპ გვარდიოლა უკვე მზად არის ყველაფრისათვის. მისი გუნდი ბელარუსიაში მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად ჩავიდა.
ექსპედიცია
მინსკში ”ბარსას” 20 ფეხბურთელთან ერთად ჩაფრინდა, კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი. ასევე დირექტორები, ედუარდ კოლი და სილვიო ელიასი. გუნდთან ერთად გახლდათ ასევე, ანდონ სუბიზარეტა. ის ყოველთვის ”ბარსას” გვერდზეა.
დღევანდელი დღე ფეხბურთელებისათვის ძალიან ადრე დაიწყო. ისინი უკვე 8 საათისათვის გამოცხადნენ ”ელ პრატის” აეროპორტში. ხოლო 9 საათისათვის ისინი უკვე ბელარუსიაში გაემგზავრნენ. ჩაფრენის შემდეგ კი ისინი სასტუმროში დაბინავდნენ.
პრესკონფერენცია და ვარჯიში
ხვალ, 5 საათზე პეპ გვარდიოლა და ხავიერ მასკერანო გამართავენ პრესკონფერენციას. ხოლო 6 საათზე კი დაგეგმილია თამაშამდე ბოლო ვარჯიში. შეგახსენებთ, რომ ”ბატესთან” მატჩი ხვალ, ღამით გაიმართება.
სურათები



