workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხვალ ბოიან კრკიჩი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს

ხვალ ბოიან კრკიჩი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს

ხვალ, “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი, ბოიან კრკიჩი 32 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

COPE-ს ინფორმაციით, ბოიანი ამის შესახებ თბილისის დროით 15:00 საათზე, “კამპ ნოუს” აუდიტორიაში გამოაცხადებს. ცერემონიას კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც დაესწრება. 

თავდაპირველად, კრკიჩის კარიერის დასრულებაზე საზოგადოებას ჟერარ პიკემ ამცნო და დასძინა, რომ გამოსამშვიდობებელი ცერემონია “კამპ ნოუზე” ხუთშაბათს გაიმართება.

ბოიანი “ბარსელონას” აღზრდილია. ის “ლა მასიაში” 1999-2006 წლებში ირიცხებოდა, 2006/07 წლების სეზონი “ბარსა ატლეტიკში” გაატარა, 2007 წლიდან 2011 წლამდე კი პირველ გუნდში ასპარეზობდა, რომლის რიგებშიც 163 მატჩში 41 გოლი და 19 ასისტი მიითვალა. 

კრკიჩი უდიდეს ტალანტად მიიჩნეოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მან მოლოდინები ვერ გაამართლა. ესპანელ-სერბმა “ბარსელონას” დატოვების შემდეგ “რომაში”, “მილანში”, “აიაქსში”, “სტოკ სიტიში”, “მაინცში”, “ალავესსა” და “მონრეალ იმპაქტში” ითამაშა, მისი ბოლო კლუბი კი “ვისელ კობე” აღმოჩნდა, რომელშიც ბოიანმა 2 სეზონი ანდრეს ინიესტასთან ერთად გაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 23 მარ 2023, 01:20
    #6

    ამის მზე მაშინ ჩაესვენა, როდესაც მესის შეადარეს. ბოიანი არ არის ერთადერთი ვისაც ეს დაემართა. ნუ შეადარებთ მესის ნურავის. მესის მსგავსი დიდხანს არ გამოჩნდება.

  • Maestro 6
    schedule 23 მარ 2023, 00:09
    #5

    მეცოდება რა ტიპი, ერთ დროს უდიდეს ტალანტად ვთვლიდით და ახლა 32 წლის ასაკში ამთავრებს კარიერას მიღწევების გარეშე, სამწუხაროდ ფატიც მაგ გზით დიდის და იმედია საჩვენოზე მობრუნდება

  • levanoza
    schedule 22 მარ 2023, 23:56
    #4

    ამ კაკილაშვილს უწყობენ გაცილებას? ვაი საცოდავო ვოვააა!

  • antonio
    schedule 22 მარ 2023, 23:16
    #3

    ანუ ეს ხვალიდან პერსპექტიული ფეხბურთელი ათარ იქნება? 😀

  • nika 54
    schedule 22 მარ 2023, 21:45
    #2

    რაღაცა დააკლდა ამას, აი ხაშლამას რო მარილს მოაკლებ და გემო აღარა აქვს ისე დაემართა ამ საწყალს.

  • ROUCH
    schedule 22 მარ 2023, 20:11
    #1

    რა ეჩქარებოდა? ისე მართლა რა იმედებს ამყარებდნენ ამაზე და როგორ ჩაიჯვა