“ელ კლასიკოს” მოგებისა და “რეალ მადრიდთან” ლა ლიგაში 12-ქულიანი სხვაობის მოპოვების შემდეგ “ბარსელონა” ემოციურად ძალიან გადაიტვირთა, რის გამოც ჩავი ერნანდესმა გუნდს დასვენების საშუალება მისცა.
“ბარსას” ფეხბურთელებმა დღეს სწორედ ამიტომ არ ივარჯიშეს. ისინი სესიას ხვალ გამართავენ, მაგრამ შემდეგ კიდევ 4 დღით დაისვენებენ. ამ ჟესტით ჩავიმ მოთამაშეები გაღებული ძალისხმევისთვის დააჯილდოვა. თანაც, დასვენების შემდეგ ისინი უფრო ძლიერები დაბრუნდებიან.
“ბარსელონას” მომდევნო მატჩი “ელჩეს” წინააღმდეგ უწევს, თუმცა შემდეგ კოპა დელ რეის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში “რეალ მადრიდს” უნდა დაუპირისპირდეს. “ბარსას” საშინაო ტრებლის (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი) გაფორმება სურს, რის გამოც ყოველი მატჩი ფინალივითაა.
აღსანიშნავია, რომ მოახლოებულ სანაკრებო პაუზაზე 7 “ბარსელონელი” ითამაშებს და ჩავის “FIFA-ს ვირუსის” მაქსიმალურად აცილება სურს. Sport-ის ცნობით, ერნანდესმა თავის შეგირდებს უთხრა, რომ საკუთარ თავებზე იზრუნონ და სეზონის გადამწყვეტი ეტაპისთვის გუნდს ჯანმრთელები დაუბრუნდნენ.
Yveran torresi daimtvres da meti aravin😁😁
რა დრო დაგვიდგა დემბო გვენატრება და გვეიმედება :))) პრობლემა პრობლემაზე ემატება გუნდში და მაინც კარგად ქაჩავენ ბიჭები და მაესტრო. ჩვენი პიტბულა გავი და არაუხო არ უნდა დავკარგოთ. ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელმძღვანელობამ რო ეგენი არ დავკარგოთ!!!
გავი-კესი-რაფინია
დე იონგი-ბუსკეცი
ბალდე-ქრისტენსენი-არაუხო-კუნდე
ტერ შტეგენი
კესის მაგივრად პედრი მგონია და დემბელე რაფინიას მაგივრად 10 დღის მორჩენილი მაინც ექნებათ ტრავმა ორივეს თამაშამდე ასე რომ დიდი შანსია ძირითადიდან დაიწყოს პედრიმაც და დემბელემაც
აუ როგორი საინტერესოა კლასიკოსთვის დემბელე და პედრი თუ იქნებიან მზად…(ძირითადისთვის)
პედრი იქნება??
კოპაზე ამ შემადგენლობით უნდა გავიდეთ! არანაირი ტრავმები! ეს ერთი თამაშიც მოიგოს და მერე თუ უნდა ბარსა ბ-ს ფეხბურთელებით ითამაშოს
გავი-კესი-რაფინია
დე იონგი-ბუსკეცი
ბალდე-ქრისტენსენი-არაუხო-კუნდე
ტერ შტეგენი
ნეტავ არავინ არ დაბრუნდეს ტრამვით, ეხლა ამის დრო არ არის, კლასიკოა აუცილებლად მოსაგები.