workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტურეს ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი არ აქვს

ტურეს ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი არ აქვს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ, ჩემპიონთა ლიგის პირველი გასვლითი მატჩის წინ, საკუთარი მოსაზრება გაუზიარა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ თავისი გუნდი არც ისე მკვეთრად ჩამორჩება ტურნირის ფავორიტებს. ტურემ იქვე დაამატა, რომ “სიტი” კმაყოფილი იქნება, თუ ჯგუფური ეტაპის დაძლევას შესძლებს და საფინალო რაუნდში გადავა.

 

ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ძნელია. ეს არის მსოფიოში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრი, სადაც მონაწილეობას მხოლოდ ტოპ-კლუბები იღებენ. არ ვფიქრობ, რომ ღირდეს მისი მოგების განხილვა, როდესაც არსებობს ისეთი გუნდი, როგორიცაა “ბარსელონა”. ჩვენთვის მთავარია ჯგუფიდან გასვლა, შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება.

 

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება აქვთ – სამირ ნასრი და კუნ აგუერო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს თამაშს უფრო ხარისხიანს ხდის.

 

ყველაფრის მიუხედავად, არ ვთვლი, რომ სხვაობა ჩვენსა და ტურნირის ფავორიტებს შორის ძალიან დიდია.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward