workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო 2-3 კვირას გამოტოვებს

რონალდ არაუხო 2-3 კვირას გამოტოვებს

რონალდ არაუხომ “რეალ მადრიდთან” თამაში დისკომფორტით დაასრულა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ურუგვაელმა ფეხბურთელმა მატჩის მიმდინარეობისას ორივე მომზიდველ კუნთზე ტკივილი იგრძნო, თუმცა შეხვედრა მაინც ბოლომდე დაასრულა. მატჩის შემდეგ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ფეხბურთელს კუნთებზე ყინული უდევს.

წყაროს ცნობით, არაუხო დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

როგორც Cadena Ser-ის ჟურნალისტი ადრია ალბეტსი იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არაა, მას ტრავმა არ აქვს და დისკომფორტის მიზეზი გადაღლილობაა. არაუხო დასვენების მიზნით ბარსელონაში დარჩება და ურუგვაის ნაკრებს არ შეუერთდება, რომელიც მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

განახლება: AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, რონალდ არაუხო 2-3 კვირას გამოტოვებს, თუმცა 5 აპრილს კოპა დელ რეის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ მისი მონაწილეობა საფრთხის ქვეშ არაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Maestro 6
    schedule 20 მარ 2023, 21:03

    ჯობს რეალის ეინააღნდეგ დაბრუნდეს და იქამდე არ გარისკონ

  • nika 54
    schedule 20 მარ 2023, 20:00

    რეალთან უსიკვდილოთ უნდა იყოს, ეხლა კლასიკოებზე ისეთ პალასაზე ვართ წაგების გაგონებაც არ მინდა. მესის დროინდელი ბარსა გამახსენდა.

  • Rick Sanchez
    schedule 20 მარ 2023, 17:55

    კლასიკოზე ჯანზე უნდა იყოსს, მშვიდად, რომ მოვიგოთ და გავიდეთ ფინალში

  • Bakero
    schedule 20 მარ 2023, 17:16

    კარვახალის ოჯახში რომ ირბინეს ტიტველმა უმტიტიმ და ბალოტელიმ წყვილ წყვილად პირველ ტაიმში როგორ გადარჩა საერთოდ?! მე მეგონა საერთოდ მოედანს დატოვებდა არაუხო მაგრამ თამაში გააგრძელა დისკომფორტი ჰქონდა აშკარად მთელი თამაში

  • me da barca
    schedule 20 მარ 2023, 16:48

    გუშინ წააგო რეალმა, ბაიერნმა, პსჟ-მ. ინტერის და მილანის წაგებებზე არაფერს ვამბობ.
    მოკლედ, ცუდი დღე ქონდათ ბიჭებს. smile

  • nikusha
    schedule 20 მარ 2023, 16:28

    ჯობია ელჩესთან დაასვენონ და არ ათამაშონ და ელკლასიკოში იქნება არაუხო ჩვეულებრივად ფორმაში ჯანზე და ტრამვის რისკი, რეციდივი არ ექნება. ტრამვასაც მოიშუშებს თუ აქვს მაქამდე

  • me da barca
    schedule 20 მარ 2023, 15:27

    ციტატა: jo va ni
    ვითომ ტრავმა, ნაკრებში რომ არ წავიდეს მაგიტო შეთხზეს სავარაუდოდ.


    ყინულებიც იმიტომ დაიდო, რომ იქ ურუგვაიში ენახათ და უფრო სარწმუნო ყოფილიყო, არა? laughing
    ყველაფერს ეჭვის თვალით რატომ უყურებთ. თამაშშიც ეტყობოდა, რომ დისკომფორტი ქონდა, თუ ისიც გაითამაშა?!

  • CuleTillIDie
    schedule 20 მარ 2023, 14:58

    უეჭველი ვიცოდი რაღაც დისკომფორტი რო ქონდა. მეორე ტაიმის რამდენიმე მომენტში რეალის ნახევარდაცვა რო გაუყოლებდა ბურთს ვინი ჯაბნიდა სიჩქარეში. 100%-ით ჯანმრთელი არაუხო გაასწრებდა კიარა კრუგებს დაარტყამდა ვინისიუსის გარშემო და ისე წაართმევდა ბურთს :დ

  • jo va ni
    schedule 20 მარ 2023, 14:58

    ვითომ ტრავმა, ნაკრებში რომ არ წავიდეს მაგიტო შეთხზეს სავარაუდოდ.

  • I N I E S T A 8
    schedule 20 მარ 2023, 13:12

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ამან ხო ტვინი მოხნა რა, მოკლედ ფაიფურის ცხოველია 😀 რამე დიეტები დაუნიშნონ რომ ტრავმა არ მიიღოს


    ამისი და ჰალანდის შეხვედრა მაინტერესებს როგორ დაუდგება იმ ვიკინგს🙃რატომღაც მგონია ვერ დაჩაგრავს ჩვენ ცხოველს

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 20 მარ 2023, 13:08

    ამან ხო ტვინი მოხნა რა, მოკლედ ფაიფურის ცხოველია 😀 რამე დიეტები დაუნიშნონ რომ ტრავმა არ მიიღოს

  • I N I E S T A 8
    schedule 20 მარ 2023, 13:00

    ძალიან კარგი რო არაფერი ჭირს და უფრო კარგი ნაკრებში რო არ მიდის🙃პედრიც დემბელეც არაუხოც კარგი დასვენებულები იქნებიან👍