ისტორიაში პირველად “ბარსელონა” თამაშს გამართავს მინსკში, ბელორუსიის დედაქალაქში. ეს იქნება 107-ე ქალაქი და 40-ე ქვეყანა, სადაც “ბლაუგრანა” სტუმრის რანგში ჩავა.
ბელორუსია არის ერთ-ერთი იმ 15 ქვეყნიდან, რომელიც 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარდა. ეს იქნება უკვე მეოთხე მოგზაურობა “ბარსელონასთვის” ხსენებულ 15 ქვეყანაში. პირველი იყო ლატვია, მეორე უკრაინა, მესამე კი რუსეთი.
საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან “ბარსელონას” 16 მატჩი აქვს გამართული. აქედან კატალონიელები 7-ჯერ გამოვიდნენ გამარჯვებულები, 6-ჯერ ითამაშეს ფრე და სამჯერ დამარცხდნენ. გატანილი გოლების მხრივ სიტუაცია ასეთია – 20:18, “ბარსელონას” სასარგებლოდ.
56 წლის განმავლობაში, რაც “ბარსელონა” მონაწილეობას იღებს ევროპულ ტურნირებში, გუნდი ყველაზე მეტჯერ ლონდონს ეწვია. ინგლისის დედაქალაქში კატალონიელებმა 13-ჯერ ითამაშეს. ლონდონს მოსდევს მილანი, სადაც “ბლაუგრანამ” 10 მატჩი გამართა. მესამე ადგილზეა ლისაბონი (7 თამაში).
ყველაზე ბევრი გამარჯვება “ბარსელონას” ლონდონში და ბაზელში უზეიმია (4). ყველაზე ბევრი გოლები კი კატალონიელებმა გაიტანეს ლონდონში (20), ბაზელში (15), მილანში (12), ბელგრადში და სოფიაში (10-10). “ბარსელონას” არასდროს გაუმართავს ოფიციალური მატჩები ანდორაში, სასომხეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცოგოვიაში, სლოვაკეთში, ესტონეთში, ფინეთში, უელსში, საქართველოში, ფარერის კუნძულებზე, ლიხტენშტეინში, ლიტვაში, მაკედონიაში, მოლდავეთში, ჩერნოგორიასა და სან-მარინოში. ხორვატიაში კატალონიელებმა მხოლოდ მაშინ ითამაშეს, როდესაც ეს ქვეყანა ჯერ კიდევ იუგოსლავიის შემადგენლობაში შედიოდა.



