workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის პრესკონფერენცია ბილბაოსთან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ბილბაოსთან მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “ბილბაოსთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

“ბილბაო” ძალიან ძლიერი გუნდია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მასპინძელია. ბასკები აგრესიულად ითამაშებენ, ისინი ბევრ ორთაბრძოლას მოიგებენ. “ბილბაოსთან” სტუმრად თამაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი იქნება, რომელიც ამ სეზონში დაგვრჩა.
ხვალინდელ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულები. “რეალ მადრიდთან” არსებული სხვაობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მატჩი, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, ფინალის ტოლფასია.
ლევანდოვსკი კარგადაა. ის ხუთშაბათიდან მოყოლებული ჩვეულებრივ ვარჯიშობს და თავს ძალიან კარგად გრძნობს. რობერტი განმასხვავებელი მოთამაშეა, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით ისეთ თამაშში, როგორიც ხვალ გვაქვს.
საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ხვალ ფინალია. ხვალინდელი მატჩი, შესაძლოა, “ელ კლასიკოზე” მნიშვნელოვანი იყოს.
გარსია აწმყოსა და მომავლის ფეხბურთელია. მასზე იმედებს ვამყარებ.
“ბარსელონას” ფერგიუსონად გახდომა? ეს ძნელად მიმაჩნია, მაგრამ ამის იმედი არსებობს. დიდი მადლობელი ვარ პრეზიდენტის მისი სიტყვებისთვის. ის ყოველთვის მეუბნება, რომ ჩემი მუშაობით კმაყოფილია. ლაპორტა ერთგული და ლოიალურია. ახლა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არაა.
ნეგრეირას საქმე? პრეზიდენტი გვეუბნება, რომ ფეხბურთზე ვიყოთ კონცენტრირებულები და ასეც ვიქცევით. მე სწორედ ეს მეხება.
ლევანდოვსკის მესის ან რონალდინიოს შევადარებდი. ის ლიდერია. რობერტმა გუნდის მენტალიტეტი შეცვალა.
არაუხოს არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ ალტერნატივები გვაქვს.
პრეზიდენტთან სამომავლო გეგმებზე ხშირად ვსაუბრობ. ვეცდებით, ზაფხულში გავძლიერდეთ. ჩვენს პრიორიტეტებში განაპირა მცველის, ცენტრალური მცველისა და თავდამსხმელის დამატებაა.
ძმები უილიამსები ძალიან საშიში მეტოქეები არიან. ისინი ძალიან ძლიერები და სწრაფები არიან.
ლევანდოვსკის გარეშე თამაშები მოვიგეთ, მაგრამ ის ძალიან გვაკლდა. ის არის მოთამაშე, რომელიც სხვაობას ქმნის. რობერტი ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა.
ანსუს ბოლომდე უნდა ვენდოთ. მისით კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, ფატის უბრალოდ გოლი აკლია, რაც მას თავდაჯერებულობას შემატებს.
ალემანი ბრწყინვალედ მუშაობს. ის ლიდერი და საიმედო ადამიანია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. მატეუს თითქმის ყოველდღე ვხვდები და ვფიქრობ, მას თავისი საქმე უყვარს. იმედი მაქვს, ის ასე კიდევ მრავალი წელი გააგრძელებს.
მეტოქე შევისწავლე, ფეხბურთელებს ვესაუბრე და თამაშისთვის მოვემზადე. ყოველ კვირა ამას ვაკეთებ. ფოკუსირებული ვარ სპორტზე და სხვა არაფერზე.
კონტრაქტის გახანგრძლივება? რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრეთ. შეთანხმებულები ვართ, მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობ: უნდა იყო მშვიდად და უპირველეს ყოვლისა, ტიტულები მოიგო.
პრესასთან ურთიერთობა? ჟურნალისტებთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ჩემი საქმე ესაა და უკმაყოფილებას არ გამოვთქვამ. ვფიქრობ, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია საკმარისი იქნებოდა, თუმცა, ასეც კარგია.
“რეალ მადრიდის” განცხადება ნეგრეირას საქმეზე? ეს ჩვენს დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • Genius8
    schedule 12 მარ 2023, 14:49

    🚨ფირმინომ "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა😱

    📣31 წლის თავდამსხმელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. მაშასადამე, ზაფხულში კლუბს მისი უფასოდ დამატება შეეძლება.🤝✅
    გაასხმევინონ ფერანს და ფატის მოიყვანონ 1 2 სეზონი ფირმინო გაასწორებს პლიუს დიბალას დათრევაც შეიძლება 12 მილიონად წინ დიდი ზაფხული გველის❤️🔥

  • nika 54
    schedule 12 მარ 2023, 14:04

    განაპირა მცველს თუ იყიდიან ცენტრალური რაღათ უნდათ, გარემარბი მოიყვანონ ვინმე, თუ გინდა დროებით დი მარია იყოს. იუვესთან ჯერ არ გაუგრძელებია კონტრაქტი მუქთად შეიძლება მოყვანა. ფერანს და რაფინიას ერთად აღებულს ჯობია.

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 12 მარ 2023, 13:11

    ცენტრალური მცველი რა ჩემ ფეხებად გვინდა როცა თავდამსხმელი არ გვყავს გუნდში, ლევანა ბებერიქ და მაგის კიდე უპირობო ძირითადი მაგარი სლეობა იქნება, ფლანგებზე ორო იმბიციელი გვყავს, ზამენაზე უვარგისები, ჩემი აზრით პრიორიტეტი გარემარბი და ფორვარდი უნდა იყოს, მერე მარჯვენა მცველი და პედრის შემცვლელი კიდე, აი მიიღო ტრავმა პედრიმ და გუნდის პოტენციალი განახევრადა.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 12 მარ 2023, 11:57

    ციტატა: Don_Andresito
    განაპირა მცველს ისეთს ვერ მოიყვანენ კუნდე რო ამოაგდოს. ცაცია ცენტრალური მცველი უნდა ჩავის, კრისტიანსენთან კინკურენციის პონტში ალბათ. ნდიკა იდეალური იქნებოდა. ლაპორტი და მარტინესი მობერდნენ და ტრავმიანები გახდნენ მაგათ ისევ გარსია ჯობს თუ მოუმატა. ფლანგზე ერთადერთი კაი ვარიანტი კანსელოს იჯარაა, ბავარია არ გამოისყიდისო იწერება. და თუ მაინც გამოისყიდა მაშინ პავარი ავწკაპნოთ. ეგეც არ მგონია კუნდეს ჯობდეს მარჯვენა მცველად

    Chemze ro iyos marjvena mcvelad aravis moviyvandi,jer erti mgonia ro is arauxo gaqachavs magrad da meore mand bevri gvyavs sakmaod. Tan xavi edzebs iset marjvena mcvels ro shetevashi swauli iyos kiara paxodu cb ze sheedzlos,xoda egeti ki gvyavs kounde/arauxo/,iqvea robertoc. Ndikas tu moiyvanen kide garcia uechvelad unda gayidon.15-20 milioni ro avigot temaa. Roque mova mgoni/turam an carrasco an abdes datoveben/ndika da gundogan. Vnaxot r aiqneba,es otxi transferi sagrdznoblad ro gagvadzlierebs eg factia. Fati/torres an rapha/garcia/buskeci an kessie/ gaijarebulebi/alba amat unda gaasxan da deyongma da sxvebma xelfasebic sheimciron.

  • Don_Andresito
    schedule 12 მარ 2023, 11:30

    განაპირა მცველს ისეთს ვერ მოიყვანენ კუნდე რო ამოაგდოს. ცაცია ცენტრალური მცველი უნდა ჩავის, კრისტიანსენთან კინკურენციის პონტში ალბათ. ნდიკა იდეალური იქნებოდა. ლაპორტი და მარტინესი მობერდნენ და ტრავმიანები გახდნენ მაგათ ისევ გარსია ჯობს თუ მოუმატა. ფლანგზე ერთადერთი კაი ვარიანტი კანსელოს იჯარაა, ბავარია არ გამოისყიდისო იწერება. და თუ მაინც გამოისყიდა მაშინ პავარი ავწკაპნოთ. ეგეც არ მგონია კუნდეს ჯობდეს მარჯვენა მცველად

  • Andria
    schedule 12 მარ 2023, 10:31

    C.PC5, თქვენი ან ვინმეს აზრით ბარსაში და ნაპოლში თამაში ერთიდაიგივეა ? უდიდესი წნეხია ასეთ გუნდებში თამაში როგორიც ბარსა და რეალია ამ წნეხს კიდე ერთეულები უძლებენ

  • C.PC5
    schedule 12 მარ 2023, 04:03

    არამარტო სეზონში, არამედ პრესეზინიდან მოყოლებული რაფინიას ჯამურად იმდენი კაცი არ მოუტყუებია მოედანზე რამდენიც კვარაცხელიამ ერთი გოლის ეპიზოდში გააქრო😆 სად ტ**კში აქვთ ამათ სკაუტებს თვალები, არ ვიძახი კვარა ბარსას უნდა დაეთქიათქო, მაგრამ სადაც 10 მილიონად ნაპოლი უთ*სლეს ფეხბურთელს შოულობს, ესენი როგორ ახერხებენ 65 მილიონად იყიდონ ბრაზილიელი+ინგლისში მოთამაშე გადაპიარებული ფაფხურა, რომელსაც ამ წარმომავლობის გამოც კი მიხვდები რატო თვლიან კარგ ფეხბურთელად. სუბიექტურად ვაფასებ ვიცი მარა უნდა დამეწერა ეს, იმიტორო პირველივე შთაბეჭდილება ასეთი შემექმნა ამ გოლის მერე.

  • ჯიმი-ბარსა 2006
    schedule 12 მარ 2023, 03:26

    ციტატა: Bakero

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: Griezzy7
    ასე რატომ უნდათ ცენტრალური მცველის ყიდვა? მართლა ხომ არ აპირებენ ქრისტენსენის გაყიდვას ზაფხულში?
    თან ამბობს რომ განაპირა მცველის ყიდვა უნდა ანუ კუნდე ცენტრში გადმოიწევს და ცენტრში უკვე 5 ფეხბურთელი იქნება.
    იმედია არ გაყიდიან ქრისტენსენს, ვერ გადავიტან smile

    არა რა კრისტენსენის გაყიდვა.თუ გაყიდვაა გარსიას გაყიდიან და მაგის ნაცვლად მოიყვანენ.

    ღმერთმა ქნას ეგრე მოხდეს, უბრალოდ ადრე ბევრმა წყარომ დაწერა ქრისტენსენის გაყიდვა მოუწევს ბარსას ზაფხულშიო

    მაგ წყაროებს თუ უჯერებენ ჩავი და ალემანი სულ გაგიჟებულან და ეგ არის! ქრისტენსენი როგორ უნდა გაყიდო მაგაზე სტაბილური დაცვაში არაუხოც კი ვერ არის დღეს დღეობით

    კრისტენსენის გაყიდვას ჯობია თავი ურტყან კედელზე, ძაან მაგარი მცველია და ძალიან გამიხარდა რომ მოვიდა, მადრიდელები რომ დაგვცინოდნენ რუდიგერი ჩვენ შეგვხვდა და ეგ თქვენო, საინტერესოა ახლაც ფიქრობენ რომ რუდიგერი ჯობია?!

  • Bakero
    schedule 11 მარ 2023, 23:59

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: Griezzy7
    ასე რატომ უნდათ ცენტრალური მცველის ყიდვა? მართლა ხომ არ აპირებენ ქრისტენსენის გაყიდვას ზაფხულში?
    თან ამბობს რომ განაპირა მცველის ყიდვა უნდა ანუ კუნდე ცენტრში გადმოიწევს და ცენტრში უკვე 5 ფეხბურთელი იქნება.
    იმედია არ გაყიდიან ქრისტენსენს, ვერ გადავიტან smile

    არა რა კრისტენსენის გაყიდვა.თუ გაყიდვაა გარსიას გაყიდიან და მაგის ნაცვლად მოიყვანენ.

    ღმერთმა ქნას ეგრე მოხდეს, უბრალოდ ადრე ბევრმა წყარომ დაწერა ქრისტენსენის გაყიდვა მოუწევს ბარსას ზაფხულშიო

    მაგ წყაროებს თუ უჯერებენ ჩავი და ალემანი სულ გაგიჟებულან და ეგ არის! ქრისტენსენი როგორ უნდა გაყიდო მაგაზე სტაბილური დაცვაში არაუხოც კი ვერ არის დღეს დღეობით

  • La Pulga10
    schedule 11 მარ 2023, 23:40

    ციტატა: Griezzy7
    ასე რატომ უნდათ ცენტრალური მცველის ყიდვა? მართლა ხომ არ აპირებენ ქრისტენსენის გაყიდვას ზაფხულში?
    თან ამბობს რომ განაპირა მცველის ყიდვა უნდა ანუ კუნდე ცენტრში გადმოიწევს და ცენტრში უკვე 5 ფეხბურთელი იქნება.
    იმედია არ გაყიდიან ქრისტენსენს, ვერ გადავიტან smile

    არა რა კრისტენსენის გაყიდვა.თუ გაყიდვაა გარსიას გაყიდიან და მაგის ნაცვლად მოიყვანენ.

  • Griezzy7
    schedule 11 მარ 2023, 23:27