ბოლო კვირებში ვიტორ როკეს “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერმა პროგრესი განიცადა, რაც ლოგიკური არაა, რადგან ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი კატალონიურ კლუბს კვლავ ებრძვის.
ამ მომენტისთვის “ბარსა” ბრაზილიელი ტალანტის შესაძენად ფორმულებს ეძებს. მოსაგვარებელი მხოლოდ ფინანსური საკითხია, სხვა მხრივ პრობლემა არ შეიქმნება, რადგან როკეს მხოლოდ “ბარსელონაში” თამაში სურს და მზადაა, რობერტ ლევანდოვსკისგან ისწავლოს.
კატალონიურს კლუბს ზაფხულში სახელფასო ფონდის შემცირება მოუწევს, რათა ტრანსფერების განხორციელება და ახალწვეულების დარეგისტრირება შეძლოს. 18 წლის შემტევი მზადაა, კლუბის სახელფასო სტრუქტურას მოერგოს და გუნდს დაეხმაროს.
მნიშვნელოვანი იქნება გადახდის სისტემაც. “ატლეტიკო პარანაენსეს” ტიგრინიოს (ვიტორ როკეს ზედმეტსახელი, რაც ითარგმნება, როგორც “პატარა ვეფხვი”) €30 მილიონად აფასებს და ბონუსების სახით პლუს €5 მილიონს ითხოვს.
“ბარსამ” როკესთვის ბრძოლაში ყველას დაასწრო და უპირატესობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჟოან ლაპორტას გარე მრჩეველი, დეკუ “ატლეტიკო პარანაენსეს” ტექნიკურ დირექტორ ლუის ფელიპე სკოლარის დაუკავშირდა და “ბარსელონას” ინტერესის შესახებ შეატყობინა.
მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს. ბრაზილიურმა კლუბმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ როკე მომავალ ზაფხულში გუნდიდან წავა და იცის, რომ ფეხბურთელს “ბარსაში” გადასვლა სურს.
თავის მხრივ, მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი შეთავაზებას არ გააკეთებენ, სანამ FFP-ს წესების შესახებ ყველაფერს არ გაარკვევენ და არ გაიგებენ, კლუბს ტრანსფერების განსახორციელებლად როგორი შესაძლებლობა ექნება.
გუშინ ჟოან ლაპორტამ თქვა, რომ კლუბი ცენტრფორვარდს ეძებს, თუმცა აღნიშნა, რომ ვინმეს წასვლაც მოუწევს.
Es da rurami unda movidnen.
რამხელა ენა აქვს ამ შობელძაღლს, მგონი პირში ხალიჩასავით დახვეული უდევს
a²+b²=c²
საუკეთესო ფორმულაა
რაფინიას ჩავი არ გაუშვებს, აი ტორესი და ფატი უნდა გადააბა და ააცმევინო მარა სანამ 200 მილიონის ხელფასს არ შევამცირებთ მანამდე არავის დაგვამატებიენბენ. ანუ ფატის და ტორესის ხელფასი ერთად იქნება სადღაც 20 გადასახადების გადახდამდე. შესაბამისად არაფერს გვაძლევს მაგათი გაყრაც. მარა საიდანღაც ხო უნდა დავიწყოთ. დანარჩენები ადგნენ და შეიმცირონ ხელფასი, დე იონგი მაგალითად, ბუსის ხელფასიც განახევრდება თუ დარჩა, თუ წავიდა და მოშნად შეამსიბუქებს ეგ სამქეს, მაგას ერთი 20 მარტოს ექნება, იქ ალბაა მაღალხელფასიანი, ეგეც გაინახევრებს ან აახვევს საერთოდ გუნდიდან. კესი და გარსია ვნახოთ, წავლენ თუ არა. და ეგ თუ ვერ გვარდება კიდე ადგნენ და ეს როკე დაარეგისტრირონ მეორე გუნდში, 18 წლისაა თან რა პრობლემაა და ათამაშონ პირველში.
მერე რა პრობლემაა მთელი 3 კაცი გვყავს თავდასხმიდან გასაშვები. გაუშვან ფატი ტორესი რაფინიაც მიაყოლონ და მორჩა საქმე.
ფერანი ან რაფინია გავუშვათ