workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესმა პეპ გვარდიოლას რეკორდი დაამხო

ჩავი ერნანდესმა პეპ გვარდიოლას რეკორდი დაამხო

“ვალენსიასთან” გამართული მატჩი ჩავი ერნანდესისთვის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 50-ე იყო.

OptaJose-ს ინფორმაციით, ჩავიმ ამ გამარჯვებით პეპ გვარდიოლას რეკორდი დაამხო: ერნანდესის გუნდმა ლა ლიგის 50 შეხვედრიდან 37 მოიგო და 118 ქულა დააგროვა, რაც პეპის შედეგზე 1 ქულით მეტია.

ამაზე უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ ლუის ენრიკეს აქვს, რომლის “ბარსამაც” 50 მატჩში 127 ქულა მოიპოვა.

ჩავი ასევე “ბარსელონას” პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც 50 შეხვედრიდან 37 მოიგო. იდენტური შედეგი აქვს კარლო ანჩელოტისაც (“რეალ მადრიდი”), უკეთესი მაჩვენებელი კი მადრიდელთა სხვა თავკაცებს – ზინედინ ზიდანს (39), ჟოზე მოურინიოსა (39) და მიგელ მუნიოსს (40) დაუფიქსირებიათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 10 მარ 2023, 03:57

    სად ის შემადგენლობა და სად ეს.

  • Rick Sanchez
    schedule 07 მარ 2023, 20:31

    ამ შემადგენლობით ყოჩაღ ჩავი

  • rivaldo80
    schedule 07 მარ 2023, 18:54

    ხავის მიეცი ეს სიტი და იმ წელსვე გახდება დოღი ინგლისის ჩემპიონი პეპი უდიდესია მაგრამ ფაქტია ტოპ ფეხბურთელები ყავდა სულ

  • levanoza
    schedule 07 მარ 2023, 17:49

    ციტატა: Maestro 6
    ლა ლიგა არის მაქსიმუმი და თუ ტრანსფერები დაიდო მერე ლიგაზეც გაიწევენ


    და ტრანსფერებზე ვინ მოვიყვანოთ ძამა? გაფლანგეს უკვე… რაფინია, ტორესი და ა.შ. ვერც ვერავის გაყიდი ნორმალურ ფასად და ტოპ კლასი კი 120 „ლიმონიდან“ იწყება. რამდენს მოიყვან ტებასის ხელში? საკითხავი მარტო ეგ არაა.

  • Maestro 6
    schedule 07 მარ 2023, 17:18

    და ჩავის გუნდი რომ შევადაროთ სხვების შემადგებლობას სასაცილოდაც არ გვეყოფა, ტიპს საუკეთესო ვინგერად დემბელე ჰყავსდ ა საუკეთესო შემტევად 34 წლის და ფორმაში არ მყოფი ლევანა, ასევე ბებერი ბუსი და ბავშვები ცენტრში, ამისდა მიუხედავად მაინც დემბს კარგ სტატისტიკებს და ეს არის მაქსიმუმი ამ რესურსით, მეტს ამ შემადგენლობით ფიზიკურად ვერ შეძლებდა და რომ არა უიღბლობა დაჟე შეიძლებოდა უფრო წინაც ყოფილიყო, თან გამოუცდელი მწვრთნელია და შეცდომებსაც უშვებს და ტიპები მისგან ითხოვენ ტრებს ამ გუნდით, ძაან სასაცილოა, პეპი რომ ზღაპრულ ფეხბურთს თამაშობდა ეგეთი შემადგენლობა ბარსას კიარა არავის ჰყოლია ისტორიაში,ბენრიკესაც საოცარი შემადგენლობა ჰყავდა და მეტი უნდა მოეგო, ხოდა თამასა ნუ გვაქვს იმხელაზე თითქოს ამ გუნდს მართლა შეეძლო რამე წელს, ლა ლიგა არის მაქსიმუმი და თუ ტრანსფერები დაიდო მერე ლიგაზეც გაიწევენ

  • levanoza
    schedule 07 მარ 2023, 16:58

    ნესტორაა მგონი წაუგებელი სერიის რეკორდსმენი

  • ROUCH
    schedule 07 მარ 2023, 16:47

    ხავი პირველია ვინც 50 დან 37 მოიგოო და აბა ენრიკემ საიდან მოცურცქლა მაგდენი ქულა

  • TaTo Abuladze
    schedule 07 მარ 2023, 16:15

    პეპი ვაბშე სხვაგანაა, რა სტატისტიკაზეა საუბარი ან ვის რაში აინტერესებს 🙂 პეპის ბარსა იყო საუკეთესო, რათქმაუნდა გუნდიც ხელს უწყობდა მაგრამ პეპი იყო მანდ ჩემი აზრით მთავარი მამოძრავებელი ძალა. სტატისტიკა ვის აინტერესებდა გუნდი ისეთ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა უკეთესი ვერ წარმომიდგენია… პეპი გენიოსია <3

  • nika 54
    schedule 07 მარ 2023, 16:03

    ამაზე უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ ლუის ენრიკეს აქვს, რომლის "ბარსამაც" 50 მატჩში 127 ქულა მოიპოვა.
    ენრიკეს ისეთი თავდასხმა ყავდა, დაცვაზე ფიქრიც არ უწევდა, მესი-ნეიმარი-სუარესი. შეადარეთ ეხლა ესენი რაფინია-ტორესი-ფატის თავდასხმის ხაზს და თქვით მართლა უკეთესი შედეგი რანაირად მოახერხა ჩავიმ.

  • Robert lewandovski
    schedule 07 მარ 2023, 15:41

    აჰა დემბელესნაირი იგროკის იმედი მიდი და გქონდეს, რეალთანაც საეჭვოა. ანუ დავრჩით ისევ ლევას იმედზე შეტევაში. რავი რა მომდევნო სეზონში თუ რამე არ შეიცვალა ამ მხრივ პიზდეცი გვექნება.