
ესპანური გამოცემა, Sport– ის თანახმად ლონდონის “არსენალსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის მოლაპარაკებები ფაბრეგასის ტრანსფერის შესახებ კარგად მიმდინარეობს. შესაძლოა “მეთოფეების” კაპიტანი “ბლაუგრანაში” მსოფლიოს 2010 წლის მუნდიალამდეც აღმოჩნდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერზე მოლაპარაკებები ასე კარგად მიმდინარეობს, ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია საუბარი ჩესკის “ბარსელონაში” შესაძლო გადმოსვლაზე. ჩიკი ბეგირისტაინი ჩაბმულია “მეთოფეებთან” ტრანსფერის საკითხების მოგვარებაში და ცდილობს სესკის გადმობირებას.
ყველაზე დიდი კითხვა ახლა არის ფასი. ხუან ლაპორტა მზად არის ესპანელ ნახევარმცველში გადაიხადოს 60 მილიონი ევრო: “არავის შეძენას აღარ ვაპირებთ. ახლა ჩვენი პირველი მიზანია სესკი და ეს არსენალმა კარგად იცის. მიუხედავად ამისა ჩვენ არ ვაპირებთ ფაბრეგასში უზარმაზარი თანხის გადახდას. მეთოფეებთან ტრანსფერის წარმატებით დასრულება ძალიან მინდა, მაგრამ ფასიც შესაფერისი იქნება”.
ამით ლონდონელების და კატალონიელების სატრანსფერო ურთიერთობა არ მთავრდება. “არსენალს” იაია ტურეს შეძენა სურს, მაგრამ ისევე როგორც პირველი მოლაპარაკების, ისევე ამის სატრანსფერო დატალები უცნობია.
ასეა თუ ისე ეს სტატია გამოაქვეყნა Sport– მა და რა მოხდება ამას მომავალში ვნახავთ. რა არის სესკ ფაბრეგასის სატრანსფერო ფასი ?


