სიტი ბერნარდუს გასაყიდად მზადაა, ბარსელონა არ ნებდება

სიტი ბერნარდუს გასაყიდად მზადაა, ბარსელონა არ ნებდება

“ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კრეატიული ნახევარმცველის დამატებაზე ფიქრობს და კატალონიელები “მანჩესტერ სიტის” პორტუგალიელ ფეხბურთელს, ბერნარდუ სილვას კვლავ არ ივიწყებენ.

ცოტა ხნის წინ ხავიერ ტებასმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ “ბარსას” ზაფხულში ფეხბურთელების დამატების საშუალება არ ექნება, თუ კლუბი სახელფასო ხარჯს 200 მილიონი ევროთი არ შეამცირებს. ეს მიზანი ძალიან რთული შესასრულებელი იქნება, თუმცა “ბლაუგრანაში” მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადებიან.

“ბარსას” ბერნარდუ სილვას დამატების მცდელობა წინა ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს ჰქონდა. ზაფხულში ტრანსფერი იმის გამო არ გამოვიდა, რომ ფრენკი დე იონგმა “ბარსელონას” დატოვებაზე უარი თქვა, ზამთარში კი ბერნარდუს გაშვება “სიტიმ” იუარა.

პორტუგალიურ Record-თან საუბრისას ფეხბურთელმა თავისი პოზიცია ასე ჩამოაყალიბა: “არ ვმალავ, რომ კარიერის ბოლო წლებში ჩემი მიზანია, თუ სადმე სხვაგან კარგი პროექტი შეიქმნება, ამ ახალ პროექტს შევუერთდე.”

Sport-ის ცნობით ცოტა ხნის წინ მანჩესტერელთა სპორტულმა დირექტორმა, ჩიკი ბეგირისტაინმა სილვას აგენტს უთხრა, რომ თუ მას წასვლა სურს, კლუბი ხელს არ შეუშლის. ტრანსფერის ღირებულებად კი ინგლისელები 65 მილიონ ევროს ასახელებენ.

ხსენებული თანხის გადახდა “ბარსელონასთვის” პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა პრობლემაა ხელფასი. სილვა “სიტიში” წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც ესპანეთში გადასახადების ჩათვლით 14 მილიონს გაუტოლდება. ფეხბურთელს სურს, რომ “ბარსაში” უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე “სიტიში”.

სირთულის მიუხედავად “ბარსელონა” ბერნარდუ სილვასთვის ბრძოლაში დანებებას არ აპირებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს “ბარსას” პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • me da barca
    06 მარ 2023, 00:54

    შეიხების გუნდში თამაშობს და ვალებით გატენილ ბარსაში უნდა მეტი ხელფასი?
    ერთი ხერხემელს ჩაყევი ბოლომდე

  • ნოდო ბარდაველიძე
    05 მარ 2023, 10:07

    გასაგებია მაღალი დონის მოთამაშეა მარა ფულის შოვნაზე კი არ უნდა ფიქრობდეს კლუბზე უნდა იფიქროს

  • ♠️Spookyfy♠️
    05 მარ 2023, 07:59

    65 ara shashakola babuachemis xnisaa pachti esec. 450-50 milioni maximum(kaci gaqcevazea) da xelfasi mtlian jamshi ro dagvijdes 8-10 milioni.

  • Don_Andresito
    05 მარ 2023, 01:27

    ციტატა: Rick Sanchez
    200მილიონს ესენი ვერ იშოვიან შანსი არაა


    200 კი არ უნდა იშოვონ სახელფასო ხარჯი უნდა შეამცირონ 200 მილიონით, ეგ კიდე უარესია. ეგ ნიშნავს რო ერთი 3 მაღალხელფასიანი ფეხბურთელი უნდა წავიდეს და პლიუს გუნდის ყველა წევრმა ხელფასი უნდა შეიმცირონ. განსაკუთრებით დე იონგმა და სხვა მაღალ ხელფასიანებმა. თან დათმობაზეც უნდა წამოვიდეს ლა ლიგა თორე ახლების დარეგისტრირება კი არა არაუხოს ახალი კონტრაქტიც არ დაგვირეგისტრირეს და თავისუფალი აგენტი ხდება ზაფხულში.

  • Rick Sanchez
    04 მარ 2023, 21:37

    200მილიონს ესენი ვერ იშოვიან შანსი არაა

  • Pirat❤️💙
    04 მარ 2023, 16:25

    მესი მოვიყვანოთ და კრეატიული ნახევარმცველი გვეყოლება ჩათვალეთ😅

  • nika 54
    04 მარ 2023, 16:14

    ძალიან დიდ ხელფასს ითხოვს, არ გამოვა არაფერი.

  • DesmondHume
    04 მარ 2023, 15:38

    რაის 14 მილიონი, ნაბო*არი ტებასი მაგის ჩიტია ზუსტად რო ეგეთი რამე დაუშვას.. შედარებით დაბალ ხელფასზე მოვიდეს და იდეალურ

  • isakichi
    04 მარ 2023, 15:15

    ბერნარდუ ძაან მაღალი დონეა,მონაკოდან მოყოლებული სულ თვალს ვადევნებ,ის კი არა მონაკო ჩემპიონობის მერე რო დაიშალა ლემარიც მინდოდა ბარსაში,იმ მონაკოში ლემარი არანაკლებ ნიჭიერი იყო,მარა ატლეტიკოში ტრანსფერმა გააფუჭა ეგ ფეხბურთელი