გაურკვევლობა ლა მასიაში

გაურკვევლობა ლა მასიაში

Relevo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” აკადემიის დირექტორი, რამონ ალეშანკო კლუბიდან წასვლაზე ფიქრობს, რადგან მისი სამუშაო კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ალეშანკოს პრეტენზიები იმაზე აქვს, რომ “ლა მასიას” მნიშვნელოვანი ტალანტების კონტრაქტის გახანგრძლივებას მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი ხელმძღვანელობენ.

მიუხედავად ამისა, კლუბში, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს, რადგან აკადემიისთვის საუკეთესო სურთ. “ბარსამ” ილიას აკომაშსა და ვიქტორ ბარბერასთან შეთანხმება ვერ შეძლო და ახალგაზრდა ფეხბურთელებშიც ინვესტიციას არ დებენ, რის გამოც მათი უმრავლესობა “ატლეტიკოში” ან “რეალ მადრიდში” გადავიდა.

გარდა ამისა, კატალონიურ კლუბში ბევრს გაუკვირდა, რომ აკომაშმა და ბარბერამ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, “ალკმაართან” მატჩში ითამაშეს, ვინაიდან, გუნდში მათი მომავალი ბუნდოვანია და სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით, წავლენ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    03 მარ 2023, 12:20

    აღარ დალაგდა მოკლედ სიტუაცია, ერთ გაურკვევლობას მეორე ემატება, პირდაპირ მინდა ვიკითხო: გვეშველება რამე? და მაშინვე ტებასის როჟა გამოხტება ხოლმე და ვხვდები ჯერ კიდევ არა!

  • tornike27
    03 მარ 2023, 02:32

    ციტატა: Chico
    მოდი სიმართლეს შევხედოთ/
    დღეს ბარსას მძიმე დრო უდგას, კბილებით გამოქაჩვა უწევს როგორც ტრანსფერების, ასევე ყველა სხვა საკითხების. ტებასი და კიდევ ზოგიერთნი ძლიერნი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ბარსას აზიანონ. ისედაც ფინანსური კრიზისია და ამას ემატება ევრო თასებიდან გამოვარდნის შედეგად დაკარგული თანხები. დღეს რეზულტატია საჭირო რომ რაღაცაზე შეიძლებოდეს პრეტენზიის ქონება.
    არ არის ეხლა იმის დრო, რომ ბარსაში მოსული ფეხბურთელს დიდი დრო გააჩნდეს გაზრდისათვის. კი ბატონო აუცილებელია ახალგაზრდებს მისცე სათამაშო დრო, რომ დაიხვეწონ, მაგრამ სტატიაში დასახელებულები, არცერთი არ არის მაღალი დონის. არც ერთი არ არის გავი და პედრი, რომ მოვიდნენ და თავისი თამაშით ჩაჯდნენ ძირითადში. კი პერსპექტიულები არიან და მათ გაზრდა უნდა, მაგრამ ეხლა ყველა მატჩი ფინალის დონისაა. ბარსასთან ყველა გუნდი მგელი ხდება ალმერიაა ეს თუ მესამე დივიზიონის გუნდი. ძალიან საჭიროა ლა ლიგის მოგება და ამ პატარა ბიჭებს ვერ ენდობა ჩავი. ისედაც ყავს ისეთები, რომლებიც მოსაშორებელი არიან, ტორესი, ფატი (ძალიან გული მწყდება ამ ბიჭზე, მაგრამ ასეთი თამაშით გუნდს არ გამოადგება) და სხვები.
    რა ქნას ამ ჩავიმ? როგორ ენდოს ამ პატარა ბიჭებს? არადა ნადვილად ესმის, რომ სათამაშო დრო სჭირდებათ მათ, მაგრამ არ გამოდის.
    კარგი ვარიანტია იჯარით გაშვება, მაგრამ აქაც პრობლემაა. ჯერ ერთი არავინ კალთებს არ გვაგლეჯს, რომ წაიყვანონ იჯარით, და მეორე და მთავარი, ერთი გამახსენეთ, რომელი ახალგაზრდა გაუშვეს იჯარით, რომელმაც გამოცდილება მიღო სხვა გუნდების ძირითადში თამაშითაც კი, მოუმატა დონეს და ბარსას სურვილი გაუჩნდა უკან დაებრუნებინა. მე რაღაც არ მახსოვს, აბა გამახსენეთ ერთი. მიდიან სხვა გუნდებში, არაფერ დონეს არ აჩვენებენ, არავინ არ იტოვებს, ბრუნდებიან და მერე მათი გაყიდვის პრობლემა დგება. თუნდაც ავიღოთ კუბო, ჩავი სიმონსი, ნიკო და ბევრი სხვა. რამე სრიოზულ ძალას წარმოადგენენ? ნამდვილად არა. ერთი კუკურელია იყიდა დიდ ფულად ჩელსიმ და ეხლა თავში ხელს იღტყამენ.
    ამით ის მინდა ვთქვა, რომ ეს ახალგაზრდები ნიჭიერი და პერსპექტიულები არიან, მაგრამ იმდენად არა, რომ აიღო და პირველ გუნდში მოიყვანო. ამის გარაშეც არ არის,მოჰყავთ და გამოჰყავთ კიდეც მატჩებში, მაგრამ მაინც და მაინც ვერ ქაჩავენ.
    ეს ცუდია რა თქმა უნდა, მაგრამ იგივე ხდება თითქმის ყველა კლუბის აკადემიებში და ახალგაზრდულ გუნდებში. ფეხბურთელები ბევრი არიან, პირველ გუნდებში კი ცოტა ადგილია.
    ყველას საუკეთესო უნდა და ვერც გაამტყუნებ ვერავის….


    მართალია 17-18 წლის ბიჭებს ვერ ანდობ ძირითადს(პედრის და გავის არ ვგულისხმობ) რადგან სათანადო დონე არ აქვთ არც იმხელა გამოცდილება მიუღიათ ჯერ რომ ძირითადში მოხვდნენ ,გაიხსენეთ ინიესტა თითქმის 23-24 წლის იყო რომ ძირითადის წევრად იქცა იგივე ჩავი ისიც არ ყოფილა ძირითადის წევრი 19-20 წლის ასაკში მაგრამ მოითმინეს და ნელ-ნელა ამტკიცებდნენ თავის შესაძლებლობებს სანამ ძირითადის წევრებად არ იქცნენ.ახლა კი 17-18 წლის ბიჭებს თავში აქვთ ავარდნილი ბარსა ბ-ში ერთი ორი თამაში წაუვათ და კონტრაქტებს და პირველ გუნდში დაწინაურებას ითხოვენ მაგრამ იმას არ უფიქრდებიან რომ ეს ასე არ მოქმედებს და ვიღაც მეოთხე დივიზიონის გუნდთან გატანილი გოლით ვერავის გააკვირვებ.ეს ბარსაა და არა ბრიუგე,ლევანტე ან რომელიმე დაბალი დონის გუნდი, აქ უთამაშიათ ისეთ ლეგენდებს როგორებიცაა:მარადონა,კრუიფი,რონალდო,რივალდო,მესი და ასე შემდეგ.და თუ გინდა რომ პირველი გუნდის წევრი გახდე მარტო ტალანტი არ კმარა ბევრი უნდა იშრომო და ადგილსაც დაიმსახურებ.

  • Chico
    03 მარ 2023, 00:51

    მოდი სიმართლეს შევხედოთ/
    დღეს ბარსას მძიმე დრო უდგას, კბილებით გამოქაჩვა უწევს როგორც ტრანსფერების, ასევე ყველა სხვა საკითხების. ტებასი და კიდევ ზოგიერთნი ძლიერნი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ბარსას აზიანონ. ისედაც ფინანსური კრიზისია და ამას ემატება ევრო თასებიდან გამოვარდნის შედეგად დაკარგული თანხები. დღეს რეზულტატია საჭირო რომ რაღაცაზე შეიძლებოდეს პრეტენზიის ქონება.
    არ არის ეხლა იმის დრო, რომ ბარსაში მოსული ფეხბურთელს დიდი დრო გააჩნდეს გაზრდისათვის. კი ბატონო აუცილებელია ახალგაზრდებს მისცე სათამაშო დრო, რომ დაიხვეწონ, მაგრამ სტატიაში დასახელებულები, არცერთი არ არის მაღალი დონის. არც ერთი არ არის გავი და პედრი, რომ მოვიდნენ და თავისი თამაშით ჩაჯდნენ ძირითადში. კი პერსპექტიულები არიან და მათ გაზრდა უნდა, მაგრამ ეხლა ყველა მატჩი ფინალის დონისაა. ბარსასთან ყველა გუნდი მგელი ხდება ალმერიაა ეს თუ მესამე დივიზიონის გუნდი. ძალიან საჭიროა ლა ლიგის მოგება და ამ პატარა ბიჭებს ვერ ენდობა ჩავი. ისედაც ყავს ისეთები, რომლებიც მოსაშორებელი არიან, ტორესი, ფატი (ძალიან გული მწყდება ამ ბიჭზე, მაგრამ ასეთი თამაშით გუნდს არ გამოადგება) და სხვები.
    რა ქნას ამ ჩავიმ? როგორ ენდოს ამ პატარა ბიჭებს? არადა ნადვილად ესმის, რომ სათამაშო დრო სჭირდებათ მათ, მაგრამ არ გამოდის.
    კარგი ვარიანტია იჯარით გაშვება, მაგრამ აქაც პრობლემაა. ჯერ ერთი არავინ კალთებს არ გვაგლეჯს, რომ წაიყვანონ იჯარით, და მეორე და მთავარი, ერთი გამახსენეთ, რომელი ახალგაზრდა გაუშვეს იჯარით, რომელმაც გამოცდილება მიღო სხვა გუნდების ძირითადში თამაშითაც კი, მოუმატა დონეს და ბარსას სურვილი გაუჩნდა უკან დაებრუნებინა. მე რაღაც არ მახსოვს, აბა გამახსენეთ ერთი. მიდიან სხვა გუნდებში, არაფერ დონეს არ აჩვენებენ, არავინ არ იტოვებს, ბრუნდებიან და მერე მათი გაყიდვის პრობლემა დგება. თუნდაც ავიღოთ კუბო, ჩავი სიმონსი, ნიკო და ბევრი სხვა. რამე სრიოზულ ძალას წარმოადგენენ? ნამდვილად არა. ერთი კუკურელია იყიდა დიდ ფულად ჩელსიმ და ეხლა თავში ხელს იღტყამენ.
    ამით ის მინდა ვთქვა, რომ ეს ახალგაზრდები ნიჭიერი და პერსპექტიულები არიან, მაგრამ იმდენად არა, რომ აიღო და პირველ გუნდში მოიყვანო. ამის გარაშეც არ არის,მოჰყავთ და გამოჰყავთ კიდეც მატჩებში, მაგრამ მაინც და მაინც ვერ ქაჩავენ.
    ეს ცუდია რა თქმა უნდა, მაგრამ იგივე ხდება თითქმის ყველა კლუბის აკადემიებში და ახალგაზრდულ გუნდებში. ფეხბურთელები ბევრი არიან, პირველ გუნდებში კი ცოტა ადგილია.
    ყველას საუკეთესო უნდა და ვერც გაამტყუნებ ვერავის….

  • La Pulga10
    02 მარ 2023, 22:43

    ტვალეტის ქაღალდის ყიდვის უფლებასაც არ აძლევენ იმ ჩემისებს,რაის ინვესტიციაზე საუბრობ ჯიგარო.

  • Clever liar
    02 მარ 2023, 21:24

    ეს კრუიფის ნაბიჭვარი სადაც გაერია, ყველა საქმეში რო ერთნაირად ჩააჯვა უფაქტესია და რით ვერ მოიცილეს ასეთი გველის წიწილი თუ თვითონაც გვარიანად ქაქში არ აქვთ ჩარგული თავები?
    იმედია ამასაც ტებასის სიყვარულს არ დააბრალებთ ახლა 😀