workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იუდას ამბორი”     ნაწილი IV

“იუდას ამბორი” ნაწილი IV

 

 

9. ალფონსო პერეს მუნიოსი

    ეროვნება: ესპანელი

    ამპლუა: თავდამსხმელი 

    “რეალი” (1990–1995) 1 “პრიმერა”, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი

    “ბარსელონა” (2000–2002) 

 

     ისტორია:

  ალფონსო პერესი, რომელიც მადრიდის ერთ–ერთ გარეუბანში დაიბადა, ბავშვობიდანვე ნამდვილი მადრიდისტა იყო. 1989 წელს, 17 წლის ასაკში მას “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში ჰქონდა დებიუტი, 1 წლის შემდეგ კი უკვე ძირითად გუნდში თამაშობდა. შემდეგ კი დადგა ეპანელთათვის დიდებული 1992 წელი, როდესავ ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ფინალი “კამპ ნოუზე” შედგა, ესპანელებმა პოლონეთი 3:2 დაამარცხეს. “რეალში” ალფონსო ხშირად ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, ამიტონ მან კლუბის დატოვება გადაწყვიტა და “ბეტისში” არენდით გადავიდა.მან სეზონში 12 გოლი გაიტანა და “რეალის” ხელმძღვანელობას სთხოვა “ბეტისში” გაეყიდათ.  მადრიდელები დათანხმდნენ მას. 1996/97 წლების სეზონი საუკეთესო იყო მის კარიერაში, მან 25 გოლი გაიტანა და რონალდოს ბოლო ტურებამდე უწევდა წინააღმდეგობას “პიჩიჩის” ტიტულის მოპოვებაში. 1999/00 წლებში “ბეტისი”  “სეგუნდაში” გავარდა, ალფონოს ყიდვა კი “ბარსელონამ” მოისურვა. კატალონიელთა მაშინდელ პრეზიდენტს, გასპარს სურდა “რეალისთვის” სამაგიერო გადაეხადა, ფიგუს ღალატის გამო. პერესს არაფერი გამოუვიდა “ბლაუგრანაში”, მან 32 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

 

10. ხუსტო ტეხადა მარტინესი

      ეროვნება: ესპანელი

      ამპლუა: თავდამსხმელი, ნახევარმცველი.

      “ბარსელონა” (1953–1954,1957–1962)   2 “პრიმერა”, 3 ესპანეთის თასი, 2 უეფას თასი

      “რეალი” (1961–1963) 2 “პრიმერა, 1 ესპანეთის თასი

 

11.  ევარისტო დე მასედო 

       ეროვნება: ბრაზილიელი

       ამპლუა: თავდამსხმელი

       “ბარსელონა’ (1957–1962) 1 “პრიმერა”, ესპანეთის თასი, 2 უეფას თასი.

       “რეალი” (1962–1964) 2 “პრიმერა”

 

 

 

12.  ფერნანდო გუივერტსი 

       ეროვნება: ბელგიელი

       ამპლუა: მცველი

       “ბარსელონა” (1962–1965) ესპანეთის თასი

       “რეალი” (1965–1967)  ჩემპიონთა თასი, “პრიმერა”. 


13.   სამუელ ეტო’ო

       ეროვნება: კამერუნელი

       ამპლუა: თავდამსხმელი

       “რეალი” (1997–2000)

       “ბარსელონა” (2004-2009)

        ისტორია:

     სამუელ ეტო’ო “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში 15 წლიდან თამაშობდა და დროდადრო განათხოვრებული იყო: “ლეგანესაში” (28 მატჩი, 3 გოლი), “ესპანიოლში” (1 მატჩი, 0 გოლი), ბოლოს კი “მალიორკაში”. ბალეარის კუნძულზე ეტო’ომ 5 სეზონი გაატარა და 80 გოლი შეაგდო, მის საფირმო ნიშნად სწორედ “რეალის” წინააღმდეგ გატანილი გოლები იქცა. ალბათ სწორედ ეს არ მოსწონდათ სამუელში მადრიდელთა დირექტორთა საბჭოს წევრებს. მას არასდროს მოსწონდა მადრიდული კლუბი და როდესაც მასთან მოლაპარაკება “ბარსელონამ” დაიწყო, წინააღმდეგობა არ გაუწევია. “რეალის” პრეზიდენტმა კატალონიელთა შეთავაზება, 25 მილიონი საკმარისად ჩათვალა და “კამერუნელი ლომი”  მათ მოსისხლე მტერში გაუშვა.

   პირველივე სეზონში ეტო’ომ კინაღამ “პიჩიჩი’ მოიგო, შემდეგ კი მაინც შეძლო ამის გაკეთება. ფრენკ რაიკაარდის გუნდში იგი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. მისი და რონალდინიოს ტანდემი წლების განმავობაში შიშის ზარს სცემდა მცველებს. ეტო’ო “კულეთა” ნამდვილ კუმირად იქცა. წლების განმავლობაში კლუბის მთავარი მეგოლე იყო და ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალშიც შეძლო გოლის გატანა. მისმა უამრავმა გოლმა, გატანილმა “რეალის” კარში კიდევ უფრო გაამძაფრა “ბარსას” ფანების სიყვარული მის მიმართ. მან კატალონიაში ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა, მთელ მსოფლიოს ულამაზესი გოლები აჩუქა და დამსახურებულად დაიკავა ადგილი თანამედროვეობის საუკეთესი ფორვარდთა შორის.

   “ჩემში არასდროს ცოცხლობდა მადრიდული სული”–განაცხადა კამერუნელმა. ძნელია არ დაეთანხმო მას. თქვენი აზრით ბევრ შეუძლია გადავსებული “კამპ ნოუს” წინაშე გამოსულმა მთელ მადრიდს მიმართოს იმ სიტყვებით, რომლის წარმოთქმაც შეიძლება ჩვენ საიტზე ცენზურის დარღვევად ჩაითვალოს?

 

IV  ნაწილის დასასრული

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward