Sport-ის ინფორმაციით, “მილანმა” გადაწყვიტა, რომ სერჟინიო დესტი არ გამოისყიდოს, რაც ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს ის “ბარსელონაში” დაბრუნდება.
ამერიკელი “ბარსაში” რონალდ კუმანმა მოიყვანა, მაგრამ ის ჩავი ერნანდესის მოსვლის შემდეგ გუნდის გეგმებში არ შედიოდა, რის გამოც იჯარით გაუშვეს.
“მილანს” დესტის €20 მილიონად გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, მას 2 მიზეზის გამო არ გამოიყენებს: ფეხბურთელის მაღალი ხელფასი და მისი ცუდი პერფორმანსი. იტალიურ კლუბში სერჟინიომ სულ 14 მატჩი ჩაატარა.
შესაბამისად, დესტს “ბარსაში” დაბრუნება და თავის მომავალზე ფიქრი მოუწევს, რადგან კატალონიური კლუბი მის გუნდში დატოვებას არ აპირებს. “ბარსელონაში” იმედოვნებენ, რომ ამერიკელს დაახლოებით €15 მილიონად გაყიდიან.
“ბლაუგრანამ” დესტი 2020 წელს შეიძინა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. კლუბმა “აიაქსს” მის სანაცვლოდ ფიქსირებულ €21 მილიონს პლუს €5 მილიონი გადაუხადა. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში ამერიკელის ანგარიშზე 73 მატჩი, 3 გოლი და 4 ასისტია.




Daitovon samshobloshi evropashi mainc aravis ar adgia
10 მილიონადაც ვერ ვყიდით?
აუუ რამდენი ამისთანა უშედეგოები დაგვიგროვდა ტოო.. ამათი კონა აბაზად მაინც ხეირი გვექნება!
გააჯმეინეთ
იქნება დესტის სამშობლოში რო წავალთ გასტროლებზე იქ შევატენოთ ვინმეს, ბოლო-ბოლო ნაკრების ფეხბურთელია.
Xo ravi kapikebshi 10 milionad mainc rogor ver unda gavyidot chveni bedis ra vtqvi
არადა ახალგაზრდაა, პოტენციალი აქვს, ტვინი არ აქვს რაც ბარსაში სათამაშოდ საჭიროა თორე ვესტ ჰემი ლიდსი და ეგეთ გუნდებში ითამაშებს, აგერ ლიდსი ამერიკელებს აგროვებს, გადაიხდის 15-ს. ამის გაყიდვა არ გაჭირდება, აიაქსში დაბრუნების ვარიანტიც არი და დორტმუნდს უნდა კიდე
აგერ მარჯვენა მცველიც გაგვიჩნდა, დავიჯერო მილანში ვერაფერი ისწავლა. დაიკლოს ხელფასი და დავიტოვოთ სანამ ვინმე მოგვაცილებს.
დაგვიგროვდა უსარგებლოები!
რაიმე განსხვავებაა, უვარგისი და ვადაგასულ პროდუქს და ამათ შორის. რომელიც დისტრიბუტორს უკან მიაქვს ხოლმე საქონელი!
ჯერ ახალგაზრდაა მაინც და იქნებ ვინმემ წაიყვანოს, უმტიტი კი თუ ფორმაში შედის იქნებ ვინმემ წაიყვანოს, აი ლენგლე ვინ უნდა იყიდოს არ ვიცი
მაინც ვინ დაარეგისტრირებს მომავალში რომც დარჩნენ იძულებული უნდა გახადო რომ სადმე წავიდნენ თავიანთი ნებით
ეს მძორები კიდე არ გაუშვიათ?😱🤬
სამივე იჯარითაა 😃
ეს თუ დაბრუნდა მეტი არც აღარავინ გვინდა, დააყენე შეტევაში და ეგაა. მართალია ვერაფერს იზამს მარა მერე რა 😁 ფატის პონტია. ისე პრესეზონზე ათამაშოს ჩავიმ და გაიყიდება
ეს რა მოუშორებელი ჭირია რაარის
10 მილიონი ვინმემ გადაიხახოს და მეტი არ გვინდა არაფერი
10 milionad mainc rogor ver unda gavyidot magis deda vatire…amashi,lenglesa da umtitishi ertad 30-35 milioni kai kushia
ეს სიტი რა სვარკას თამაშობს ფუუ
მისაშორებელია აუცილებლად. უფასოდაც გავუშვებდი. ფარჩაკია ყველაფერში.
ეს ლენგლე უმტიტი პირველ რიგში არის მოსაცილებელი