workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო ბარსელონაში მე-100 მატჩს ჩაატარებს

რონალდ არაუხო ბარსელონაში მე-100 მატჩს ჩაატარებს

Sport-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხვალ გასამართი მატჩი რონალდ არაუხოსთვის “ბარსელონას” მაისურით მე-100 იქნება.

ურუგვაელი “ბარსას” 2018 წლის აგვისტოში, “ბოსტონ რივერიდან” შემოუერთდა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2019 წლის 6 ოქტომბერს ჰქონდა. მას შემდეგ მან 99 მატჩში ჩაატარა, საიდანაც 65 მოიგო, 19 ფრედ ითამაშა და 15 წააგო.

“ბლაუგრანამ” თავის დროზე არაუხოს სანაცვლოდ €1.7-€5.2 მილიონი გადაიხადა და ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. 2022 წლის აპრილში რონალდმა ხელშეკრულება 2026 წლამდე გაახანგრძლივა, მისი გამოსასყიდი თანხა კი €200 მილიონიდან €1 მილიარდამდე გაიზარდა.

არაუხოს დებიუტი საკმაოდ უცნაური გამოდგა – ის “სევილიასთან” 4-0 მოგებულ მატჩში მოედანზე 73-ე წუთზე ჟან-კლერ ტოდიბოს ნაცვლად შემოვიდა, მაგრამ 14 წუთში ჩიჩარიტო ერნანდესზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მიიღო.

 შეხვედრის შემდეგ ურუგვაელმა განაცხადა: “გაძევება “კამპ ნოუზე” ჩემი დებიუტით მიღებულ ბედნიერებას ვერ გადაფარავს.”

არაუხომ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 99 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. ის სასტარტო შემადგენლობაში 78-ჯერ მოხვდა, 62 შეხვედრა სრულად ჩაატარა, 21-ჯერ ცვლილებაზე შემოვიდა, 17-ჯერ კი შეცვალეს. რონალდმა ამ დროის განმავლობაში 16 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო.

არაუხომ “კამპ ნოუზე”, სადაც უკვე ფანების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე და გმირია, 41 მატჩი ჩაატარა ( 23 მოგება, 9 ფრე და ამდენივე წააგება) და 4 გოლი გაიტანა.

გასვლაზე ჩატარებულ მატჩებში (იგულისხმება ნეიტრალური მოედანიც) რონალდმა “ბარსელონას” მაისური 58-ჯერ მოიგო, 43-ჯერ მოიგო, 10 მატჩი ფრედ მორჩა, 6-ში კი დამარცხდა. მან ამ შეხვედრებში 3 გოლი შეაგდო.

ურუგვაელმა “ბარსასთან” ერთად 2 ტიტული მოიგო: კოპა დელ რეი (2020/21) და ესპანეთის სუპერთასი (2022/23). რონალდმა “ბლაუგრანაში” ზედიზედ მოგებული მატჩების საუკეთესო სერია 2021 წლის 21 იანვრიდან 5 აპრილამდე დააფიქსირა, როცა მისმა გუნდმა 10 დაპირისპირებაში იმარჯვა. 

არაუხოს დებიუტი 30-ნომრიანი მაისურით ჰქონდა, 2020 წლის 4 ოქტომბერს კი მან 4 ნომერი აიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • I N I E S T A 8
    schedule 22 თებ 2023, 22:04
    #7

    აბა შენ იცი რაშფორდი უნდა შეაჩერო და საიუბილეო გოლიც უნდა დააჭედო მანჩესტერს პირდაპირ ოლტრაფორდზე😀🙃

  • La Pulga10
    schedule 22 თებ 2023, 15:59
    #6

    ვააახ ეს რა ცხოველი გვყავს.მე-700-ე მატჩიც მოგველოცოს.სულით და გულით კულე, პუიოლის მემკვიდრე, ძაან მიყვარს რა barca-4

  • CuleTillIDie
    schedule 22 თებ 2023, 15:47
    #5

    გოლით აღნიშნავს იმედია ეს მონსტრი კაცი 😍

  • nika 54
    schedule 22 თებ 2023, 15:45
    #4

    იმედია საიუბილეო მატჩში არ წააგებს.

  • GAUCHO 8
    schedule 22 თებ 2023, 15:35
    #3

    ციტატა: Rick Sanchez
    საუკეთესოა დღეს! მინიმუმ ლა ლიგაში


    Msoflioshi

  • Rick Sanchez
    schedule 22 თებ 2023, 15:30
    #2

    საუკეთესოა დღეს! მინიმუმ ლა ლიგაში

  • C.PC5
    schedule 22 თებ 2023, 15:03
    #1

    არასდროს დამავიწყდება ბაიერნთან იმ ჭირიან თამაშში სკამს რომ ამტვრევდა გამწარებული, მაშინ ჩანდა უკვე რასაც იზამდა როცა დადგებოდა ძირითადში🤌❤️