ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 8 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
8 ნოემბერს "ბარსელონამ" 13 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1942 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "სელტა" 8-0 გაანადგურა. გოლები ვალიემ (3), მარტინმა (2), ესკოლამ (2) და სოსპედრამ გაიტანეს.
ესკოლას ერთ-ერთი გოლი "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში რიგით მე-500 გამოდგა.
1964 წელი
"რეალ მადრიდმა" ზედიზედ მე-5 "ელ კლასიკო" მოიგო, ამჯერად 4-1.
1975 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ხოსე მანუელ პინტო. 2007-2014 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 91 თამაში ჩაატარა. პინტომ კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის თასი და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
2008 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" 6-0 გაანადგურა, სამუელ ეტო'ომ კი პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა. ეს იყო ლა ლიგის ზედიზედ მე-3 შეხვედრა, რომელშიც "ბარსამ" მინიმუმ 4 გოლი გაიტანა.
ვიქტორ ვალდესისთვის ეს ლა ლიგაში ჩატარებული მე-200 თამაში იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]