ფერან ტორესმა La Vanguardia-სთან ბოლო თვეებში გამოვლილ რთულ პერიოდზე ისაუბრა:
გოლებმა შემიპყრო, მხოლოდ გატანა მსურდა. ზოგადად, საჯარიმოში პროდუქტიული ვიყავი, მაგრამ კარგად ვერ დავრბოდი და არ ვიცოდი, რა მექნა. თავდაჯერებულობა მაკლდა, თუმცა ახლა უფრო თავისუფლად ვარ.
სეზონის ცუდმა დასასრულმა და ფეხის ტრავმამ ჩემზე გავლენა იქონია. ასეთი მდგომარეობა არასდროს მქონია.
“ვალენსიადან” წასვლისას უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ “ბარსაში” ამდენი რამის გამოცდამ ყველა ასპექტში კიდევ უფრო გამზარდა. ახლა ვცდილობ, სიამოვნება მივიღო და თამაშით ბედნიერი ვიყო.
ესპანეთის სუპერთასის მოგება დამეხმარა, ისევე, როგორც მთლიანად “ბარსას”: ეს ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვსურს.
აქ გადმოსვლა მსურდა, რადგან ეს “ბარსელონაა” და თანაც, ჩავიმ რამდენჯერმე დამირეკა. სატრანსფერო თანხაზე პასუხისმგებელი მე არ ვარ.
ჩავიმ “კადისთან” მატჩის შემდეგ კარგი პერფორმანსი მომილოცა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ იმ ტიპის ფეხბურთელი არ ვარ, რომელიც კითხულობს, თუ რატომ არ თამაშობს. მე კონკურენცია მომწონს.
ლუის ენრიკემ თავდაჯერებულობა შემმატა, როცა “მანჩესტერ სიტიში” სათამაშო დრო არ მქონდა. ის დამეხმარა, რომ ნაკრებში ჩემი სრული პოტენციალი გამეანალიზებინა. კატარში მუნდიალზე წასვლით ამოვისუნთქე, მაგრამ ადრეული გამოვარდა მტკივნეული იყო.
ფსიქოლოგი დავიქირავე, რომელთანაც კვირაში ერთხელ ან ორჯერ დავდივარ. ზოგჯერ, შეიძლება საერთოდ არ მივიდე, ზოგჯერ კი – კვირაში სამჯერ ვესტუმრო. ჩვენ არა მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ პირად ცხოვრებაზეც ვსაუბრობთ. საკუთარი ოჯახიც დამეხმარა – ძალიან ჯანსაღი გარემო მაქვს.
“მანჩესტერ იუნაიტედთან” ბევრი სირბილი მოგვიწევს, მაგრამ გვყავს ახალგაზრდები, რომლებსაც მსოფლიოს დაპყრობა შეუძლიათ.
სათანადოდ დაფასებული არაა, რომ “ბარსაში” ასეთ რთულ სიტუაციაში მოვედი – გუნდი ლა ლიგაში მე-9 ადგილზე იყო, მაგრამ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დავეხმარე.
მწარე გამოცდილება გამოვიარე, მაგრამ ახლა ძლიერი ვარ და ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მაქვს.




სათანადოდ დაფასებული არაა, რომ "ბარსაში" ასეთ რთულ სიტუაციაში მოვედი – გუნდი ლა ლიგაში მე-9 ადგილზე იყო, მაგრამ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დავეხმარე.
მგონი ყველაფერს იბრალებს, სხვები ეტყობა უქმობდნენ.
Bolos wina abzacshi gadaisxa nametari tavze mara etyoba cota moxodilia. Ase gaagrdzelos da rameshi xo mainc gamogvadgeba,tu realizacias moumatebs xo vafshe kanfet💙❤️
იმ ფსიქოლოგს უთხარი მიზანი გაგისწოროს, რომ ბურთი კარის ჩარჩოში ჩასვა.
კაია თავდაჯერებული რომ ხარ, თუმცა ეს განცხადება ზედმეტად ხმამაღალია იმ ფეხბურთელისგან რომელმაც ამ სეზონში პირველად ითამაშა კარგად🙂 მოედანზე აჩვენე შენი თავდაჯერებულობა, მანჩესტერთან ვნახავთ რა შეგიძლია რეალურად🧐
კი არ მევასება მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემები რომ დაძლია გამიხარდა, იმედია უფრო მოუმატებს და შეგვაყვარებს თავს 🙏💜
მიაწექი ფერან ახალგაზრდა ხარ და პოტენციალიც გქონია ვნახეთ