Sport-ის ინფორმაციით, იჯარით გაშვებულ ფეხბურთელებს შორის “ბარსელონაში” დარჩენის შანსი მხოლოდ აბდე ეზალზულისა და ნიკო გონსალესს აქვთ.
ამავე წყაროს ცნობით, “ბარსა” ზაფხულში სამუელ უმტიტის, კლემან ლანგლეს, სერჟინიო დესტისა და ალექს კოლიადოს გაყიდვას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ “ტოტენჰემი” ლანგლეთი ბედნიერია და, შესაძლოა, მის სრულფასოვნად შეძენაზე იფიქროს.
კატალონიური პრესის თანახმად, “ბარსელონას” ზაფხულში ტრანსფერების განხორციელება ძალიან გაუჭირდება. ამ მომენტისთვის პრიორიტეტი კონტრაქტგახანგრძლივებული ფეხბურთელების დარეგისტრირებაა. შესაძლოა, კლუბმა თავისუფალი აგენტები დაიმატოს, მაგრამ ესეც რთული იქნება.


არც ეს ორი ვარგა რამედ მე თუ მკითხავთ
ამ ტებასის ხელში კიდევ როგორ ვარსებობთ საკვირველია.
შარშანაც ეგრე იძახდნენ გაუჭირდებაო და რავიცი…უფასოდ ნდიკა და გუნდოგანი,შეიძლება,ტილემანსიც.ტორე და ბუსკეცი წავლენ ალბათ.დაცვაში უფასოდ ნდიკა.ეგ სამი უგიჟესი უფასო ტრანსფერი იქნება.