წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
6 ნოემბერს “ბარსელონამ” 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1919 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ხაუმე ელიასი. ის “ბლაუგრანაში” 1943-1948 წლებში თამაშობდა. ელიასმა კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 კოპა ლათინა და 1 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.
1966 წელი
“სარაგოსასთან” სტუმრად 1-0 მოგება “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-500 გამარჯვება გამოდგა.
1991 წელი
ჩემპიონთა თასის მე-2 ეტაპის განმეორებით მატჩში “ბარსელონა” “კაიზერლაუსტერთნა” სტუმრად 0-3 მარცხდებოდა. შეხვედრის 90-ე წუთზე ბაკერომ ერთი ბურთი გაქვითა, “ბარსამ” 1-3 წააგო და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე გავიდა.
2016 წელი
“სევილიასთან” სტუმრად 2-1 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ “ბარსელონას” მაისურით მე-500 გოლი გაიტანა (ითვლება ამხანაგურ თამაშებში გატანილი გოლებიც).
2024 წელი
“ცრვენა ზვეზდასთან” სტუმრად 5-2 მოგებული შეხვედრის 53-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის მიერ გატანილი გოლი “ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგაზე მე-700 გამოდგა.
ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში. 2021 – 6 ნოემბერი
ოფიციალურად: ჩავი ბარსას მწვრთნელი გახდა.