workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ახალგაზრდების წარმატება ნაკრებში

ბარსელონას ახალგაზრდების წარმატება ნაკრებში

ცოტა ხნის წინ ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებმა ალგარვის ტურნირი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ “ბარსას” ტალანტმა ლამინე იამალმა 3 გოლი გაიტანა (2 ნიდერლანდებთან, 1 კი პორტუგალიასთან) და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მარკ გუიუმ კი ერთი ბურთი შეაგდო (ნიდერლანდებთან).

“ფურია როხამ” ნიდერლანდებს 3-0, პორტუგალია კი 1-0 მოუგო, ხოლო გერმანიასთან 1-1 ითამაშა.

ტურნირი, რომელშიც სულ 4 გუნდი მონაწილეობდა, 10 თებერვლიდან 14 თებერვლამდე მიმდინარეობდა.

გთავაზობთ სხვა მატჩების შედეგებს:

პორტუგალია 2-1 გერმანია

პორტუგალია 2-1 ნიდერლანდები

ნიდერლანდები 2-1 გერმანია

ესპანეთის ნაკრებმა ეს ტურნირი მესამედ მოიგო. “ფურია როხამ” აქამდე გამარჯვება 2019/20 და 2021/22 წლების სეზონში შეძლო.

გამარჯვებულთა რიგებში “ბარსას” მხრიდან ასევე პაუ პრიმი (რომელიც გუნდს კაპიტნობდა), ექტორ ფორტი და პაუ კუბარსი ასპარეზობდნენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 15 თებ 2023, 18:02

    ოი ლამინეს რა დიდი მომავალი აქვსს🔥🔥

  • nika 54
    schedule 15 თებ 2023, 16:52

    მისალოცად ქონიათ საქმე. საინტერესოა რეალიდან რამდენი ფეხბურთელი იყო.