ფინანსური სირთულეების მიუხედავად “ბარსელონა” უახლოეს ზაფხულში გუნდის გაძლიერებას შეეცდება.
ჯერ კიდევ არ ვიცით, მისცემს თუ არა ლა ლიგა “ბარსელონას” ზაფხულში ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლებას, მაგრამ კატალონიური კლუბი მოთამაშეების დამატებაზე მაინც მუშაობს.
As-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით “ბარსელონას” 3 პოზიციის გაძლიერება სურს და თითო პოზიციაზე გუნდს შერჩეული ჰყავს როგორც გეგმა A, ასევე გეგმა B.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე “ბლაუგრანას” პრიორიტეტი ხუან ფოიტია, ხოლო მისი ალტერნატივა – ბენჟამინ პავარი.
საყრდენ ნახევარმცველად ჩავის რომ მარტინ სუბიმენდი სურს, ეს სიახლე არავისთვისაა. მისი ალტერნატივა კი სოფიან ამრაბატია.
კიდევ ერთი პოზიცია, რომლის გაძლიერებაც “ბარსას” უნდა, თავდასხმაა. შეტევის ხაზში “ბლაუგრანას” მთავარი სამიზნე ახალგაზრდა ბრაზილიელი ვიტორ როკეა, მის ალტერნატივად კი იანიკ კარასკო განიხილება.
ჰოო რა ესენი ოცნებებში არიან ამ დროს ახვარმა ტებასმა კიდევ 200 მილიონით შეამცირეთ ხელფასებიო
შეეშვან ამ ძვირიან ხარხურებს.შეტევაში-როკე, ნახ.დაცვა-ამრაბატი და დაცვაში ხულიან არაუხო.
ფოიტი და ზუბიმენდი🤣🤣
რა ფოიტი და სუბიმენდი ხოარ ჩამოკრეს ამათმა :დდდდდდდ ხულიან არაუხო ან პავარი, ამრაბატი, როკე, კარასკო – ეს ვინც უეჭველი მოსაყვანია. რობერტო და გარსია თუ გაიყიდებიან პავარზე და ინიგოზე ჩალიჩიც კაი იქნება. შეტევაში ფერანი გაყიდონ სასწრაფოდ ან გააიჯარონ, ფატი მხოლოდ იჯარა
ფოიტი, ზუბიმენდი და კარასკო თუ მოიყვანეს მე მივდივარ დიდი ფეხბურთიდან
თუ უმტიტისნაირებში ამდენ ფულს ვყრით ჰაერზე, მეეჭვება ტებასს გული მოვულბოთ და ვინმე მოყვანის უფლება მოგვცეს.
ნახ. დაცვაში არაა საჭირო არავინ რატო იკლავენ თავს არვიცი. ფოიტი კაი ვარიანტია და შეტევაში კიდე კარასკოს და როკეს ისევ კვარას მიაწვნენ სჯობს. მადრიდისტაა თუ რაცაა აზრი არაქ მასე იყო ბარსას ქომაგი ისკო მოდრიჩი ვინიციუსი მარა ახლა გაქანებული მადრიდელია ორივე
რასმუსის მთავარი კოზირი მაინც კონტრაზე თამაშია, მაეალია და ჩაწოდებულზე კი იბრძოლებს მაგრამ ბილდაფში რამდენად ჩაჯდება არ ვიცი… ნუ ჯერ ძალიან ძვირი არ ღირს და შეიძლება ცდა, 20 წლისაა თან … უბრალოდ რომ ვთქვათ მკვლელი ფინიშერიაო მოვიტყუებით მგონი ..
ამათ ადგილას დაცვას საერთოდ არ შევეხებოდი. კრისტენსენზე დაიწერა შეიძლება გაყიდონო😐 მართლა უნდა დაკიდო *ვერებით ვინც მაგის გაშვებას დათანხმდება. მშვენიერი ოთხეულია ახლა დაცვაში, სკამიდანაც მშვენიერი შემადგენლობა ყავთ და არაფერი არ ჭირდება დაცვას. იზრუნონ შეტევაზე, ვინგერი და ახალგაზრდა ფორვარდი გვჭირდება, ფატის იმედი გადაწურულია და ვინმე უნდა გამოჩნდეს თორე არ შეიძლება ასე. ნახევარდაცვასაც თუ რჩება ბუსკეცი დიდად არ ჭირდება შეცვლა, თუ მიდის მაშინ კიბატონო
ბარსელონას არსაიდან დაეცა 220 მილიონი, ფეხბურთში გაუგონარი სატრანსფერო თანხა, თან ისე რო ტოპ 3 ფეხბურთელიდან მესამე დათმეს მარტო. მერე ადგნენ და მაგ თანხიდან140 მილიონი გადაიხადეს კოუტინიოში და თუ კოუტინიო ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა ლივერპულს ბარსელონა კიდევ დაუმატებდა თანხას. ლივერპულმა კოუტინიოს ფულით ვან დაიკი იყიდა და დაცვა დააცემენტა, ალისონით კი დაცვიდან თამაშის კომპონენტი გაიძლიერა და ფაქტობრივად მაგ ფეხბურთელების ხარჯზე 3:0-დან 4:0 დაუქამბექა ბარსელონას. კოუტინიო საშინელება იყო ბარსელონაში და ამაზე გამწარებულმა ბარსელონამ ადგა და ეს კოუტინიო ბაიერნში გაანათხოვრა ჩუმად იქნება და იქნებ რამეს გამოვრჩეთ და კოუტინიოც იქნებ ამ ბაიერნში მოიხოდოსო, შეხვდათ ეს ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე და 8:2 წააგეს და იმ 8 გოლიდან 3 გოლი პირადად კოუტინიომ გაუტანა ბარსელონას. ბოლოს კოუტინიომ ამ ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ბარსელონას ლივერპულისთვის კონტრაქტში გათვალისწინებული ზედმეტი თანხის გადახდა მოუწია რადგან კოუტინიომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შემდეგ ბორდი შეიკრიბა იფიქრეს ფიქრეს და რაღაც ვერაა გუნდში კარგადო და 100+ მილიონად ნაყიდი გრიზმანი და სუარესი ატლეტიკოს მისცეს ჯამში ორივე ერთად 20 მილიონად და ეს შენი ატლეტიკოც ადგა და ამ შენი სუარესით და გრიზმანით ლა ლიგამ მოუგო ბარსას. მერე დაფიქრდნენ, რაღაც ძალიან ბევრი აყლიოზი დაგვიგროვდა და ამ მესის ძალიან ბევრს ხო არ ვუხდით, მოდი უფასოდ გავუშვათ და 70 მილიონად დავიმატოდ უფანტაზიო რაფინია, ეგ გვიშველისო.
მოკლედ ოდესმე თუ რომელიმემ თავი უსარგებლოდ და გამოყენენებულად ან ბოლო დონის ###ედ ჩათვალოთ, გაიხსენეთ ბოლო წლებში ბარსელონას ხელმძღვანელობამ რეები აკეთა და ეგრევე მოგეშვებათ. დამიჯერეთ. 😁😁😁😁😁😁😁
ესეთი იქნება იდეალური სატრანსფერო ფანჯარა
წავიდნენ
1.რობერტო
2.ბუსკეცი
3.ტორესი
4.ფატი
მოვიდნენ
1.პავარი
2.ხულიან არაუხო
3.ამრაბატი
4.მარცხენა ვინგერი (კარასკო არა ოღონდ)
5.ვიტორ როკე
Winger gvinda sirmanjoeboo wingeri. Roque asec da isec mosayvania,plus erti winger. Amrabat tu busistan ertad kessiec mivayidet(uechvelad amrabat) da marjvniv arauxo mosulia,arcaa meti vinme sachiro…es 4 transferi da vsio tema, max 80-90 milioni dagvikdes,magas gayidvebitac amovigebt.
რაის ფოიტი რის ფოიტიი,გუშინდელი თამაშის მერე საერთოდ როგორ ფიქრობენ მასზე,,არნაუ გვჭირდება მხოლოდ,საყრდენზე ამრაბაატი ,ზუბიმენდიზე 10 თავით მაგარია,კაზემიროს სტილისაა და მომწონს ეგეთო საყრდენი,ხოლო შეტევაში ასეთ განლაგებაზე კარასკო იდეალური ვარიატია,როკე კიდე ბ გუნდში მოიყვამონ ჯერ ჩემი აზრით
როკე და კარასკო ორივე უნდა ბარსას ჩემი აზრით. ანუ ერთი მარცხენა ვინგერია, მეორე უფრო 9 ნი და ერთმანეთთად რა შუაში არიან. მარჯვენა მცველად არაუხო თუ იყიდეს, თან რობერტო დატოვეს, პავარი და ფოიტი დავივიწყოთ. კუნდე არაუხო და რობერტო იქნებიან მაგ პოზიციაზე. დაცვის ცენტრში 1 კაცი მოვა, იწერება ნდიკასთან კონტრაქტი შეთანხმებული აქვთო უფასო ხდება, პლიუს ინიგო ელოდება ბარსას შეთავაზეებას. ორივე ცაციაა, ერთ ერთს დაიმატებენ უფასოდ. რა თქმა უნდა ნდიკა ჯობს, თუ ვერ გაამართლა 20-25 ად გაიყიდება თავისუფლად. კუნდე მარჯვენა მცველი იქნება და დაცვის ცენტრი შეივსება. არაუხო კრისი ნდიკა. გარსიას გავყიდით. 10-15 მილიონს კი გადაიხდის ნებისმიერი ესპანური გუნდი. ან ინგლისური. ნახევარდაცვაში კანტეს დაიკიდებენ მგონია, გიუნდიგანი ან ამრაბატი მოვა. თუ კესი გაყიდეს, ორივე შეიძლება დაიმატონ. შეტევაში ფატის იმედი სულ არ მაქვს მარა დაიტოვებენ თუ ვინმემ 50-60 არ გვაძლია რაც მეეჭვება მოხდეს. ტორესის გაყიდვას ან გაიჯარებას იჩალიჩებენ. მაგის ნაცვლად მოვა კარასკო, დეპაის ნაცვლად კიდე როკე. ისე ატალანტას რო დანიელი ფორვარდი ყავს, ადრე წავიკითხე დაინტერესდა ბარსაო და ეგ თუ სიმართლეა არ ვიცი ძმაო, პროსტა მაგ ბიჭის თამაშებს უყურეთ რა ცხოველია. ლაციოს წინააღმდეგ მაგან ახლა თამაში დადო არ ვიცი. ეგეთი მოძრავი ცხრიანი ოსიმენიც არაა და არც ჰოლანდი. ძალიან დიდი მომავალი აქვს. იმედია მართლა აკვირდებიან. დაიმახსოვრეთ რასმუს ჰეილუნდი, დიდი ფეხბურთელი გახდება.