workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრიციო რომანო ანსუ ფატის შესაძლო წასვლაზე

ფაბრიციო რომანო ანსუ ფატის შესაძლო წასვლაზე

ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ანსი ფატის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლაზე ინფორმაციას ავრცელებს. 

იტალიელის თქმით, ამ მომენტისთვის, მიუნხენის “ბაიერნი” ფატის ტრანსფერზე არ მუშაობს. ფეხბურთელთან ან “ბარსასთან” პირდაპირი კონტაქტი არც “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰქონია, მაგრამ მათ ანსუს აგენტ ჟორჟე მენდეშთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

ზაფხულში “ბარსელონას”, ტრანსფერების განხორციელების გარდა, ფეხბურთელების გაშვებაც დასჭირდება და ეჭვგარეშეა, რომ ფატის საკითხი აქტუალური იქნება, რადგან ინგლისური კლუბები მის მიმართ ინტერესს მუდმივად გამოხატავენ.

ანსუ “მანჩესტერ იუნაიტედის” რადარზე 2 წლის წინ იყო და მას ყოველთვის აფასებდა. საინტერესოა, ერიკ ტენ ჰაგი რას გადაწყვეტს – ნიდერლანდელმა ბევრ რამეს უნდა გადახედოს და ფატის შესაძლო ტრანსფერი ერთ-ერთი მათგანია.

Sport-ის თანახმად, ანსუ თავს ბედნიერად არ გრძნობს და ფიქრობს, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. თავის მხრივ, თუ მისი პერფორმანსი არ გაუმჯობესდება, “ბარსამ”, შესაძლოა, ფეხბურთელის გაყიდვაზე იფიქროს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 08 თებ 2023, 14:05

    უკმაყოფილო იმითი რო სათამაშო დროს არ აძლევენ არასწორია, თავის თავს უნდა მოკითხოს რატოა სათამაშო დროის გარეშე. როცა ფორმაში იყო ხო თამაშობდა, და ახლა რა ვქნათ? იმიტომ რო გული წყდება შემადგენლობა შევასუსტოდ ამის გულისთვის? არ არის სწორი ასე ფიქრი. მოუმატოს უფრო მეტი ივარჯიშოს და თუ ვერ დაიბრუნა ფორმა გუნდს ნუ ადანაშაულებს ეს თავის თავს დააბრალოს. ტრამვა რო გაუმიზეზდეს? ესე იგი არ ყოფილა ამის ბედი ფეხბურთი თორემ როდემდის უნდა ველოდოთ?

  • I N I E S T A 8
    schedule 08 თებ 2023, 03:45

    ციტატა: Tamo
    არ უნდა კრა ხელი და ერთი ხელის მოსმით არ უნდა გადაუწყვიტო ყველაფერი.


    მართალი ხარ.ისე უყურებენ მის ირგვლივ ყველაფერს თითქოს ბარძაყის ტრავმა გადაეტანოს :))) 4 თუ 5 ოპერაცია გაიკეთა 19 წლის ასაკში ხოარ ღადაობთ მომავალი სეზონიც აცადონ და ეს შიშები თუ ვერ დაძლია ჩვენი თქმა არ ჭირდებათ ისედაც გაყიდიან 🙂

  • Tamo
    schedule 08 თებ 2023, 00:54

    რო ვფიქრობ არ უნდა გაყიდონ,მაქსიმუმ იჯარით გაუშვან,ეს რო ათამაშდეს კარგად არ გვექნება საქმე,აცადონ ერთი 2 წელი,ცოტახანი სათამაშო დრო ბარსა ბშიც თუ შეუძლიათ მისცენ და იქნება გამოვიდეს ნელ ნელა შიშებიდან,მეცოდება და მინდა რო ჩავიმ აზრზე მოიყვანოს,ამ ბავშვზე სუ ბოიანი მახსენდება,ისიც უმაგრესი და უნიჭიერესი იყო და როგორ ცუდად დაასრულა…არ უნდა კრა ხელი და ერთი ხელის მოსმით არ უნდა გადაუწყვიტო ყველაფერი. მოვიდეს ცოტა აზრზე,იქნება იქითა წლიდან წესიერი შემტევი მოიყვანონ ვინმე,ვისგანაც ისწავლის და სათამაშო დროც მიიღოს პერიოდულად და გამოვა ამ ტრამვებიდან და მოიხოდება

  • Rick Sanchez
    schedule 07 თებ 2023, 23:59

    რავიცი რავიცი, სეზონში 5 გოლის გამო არ ღირს 10 ნომრის გაფუჭება

  • Fc Barca Batumi
    schedule 07 თებ 2023, 23:03

    ტრამვის მერე ფსიქოლოგიურად ჩამოიშალა. მას აშკარად აღენიშნება შიშები.

  • Maestro 6
    schedule 07 თებ 2023, 22:17

    აი გაყიდვა მაინც არ მინდა რადგან ოცი წლისაა და ვიცით რომ ბევრის გაკეთება შეუძლია და ნიჭი აქვს, ამ ეტაპზე იჯარით გაშვება კარგი ვარიანტი იქნება,იქნებ სტაბილური სათამაშო დროის მუღების შემდეგ ათამაშდეს მაგრამ ამისთვუს საჭიროა რ9მ შედარებით სუსტ გუნდში გავუდვათ თორემ სკამზე ჩვენთანაც კია

  • ოქროს ბიჭუნა ნიდერლანდებიდან. F.D
    schedule 07 თებ 2023, 22:13

    წაიყვანეთ რა ფეხბურთელი რომელიც ბარსასი თამაშობს და ყვეალფერს რო ტავი დავანებოთ საწირო მომენტში პასს არაკეთებს ის ბარსაში კიარა ფეხბურთს უნდა ჩამოაშორო