workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Philips-ი ბარსელონას სპონსორობით ინტერესდება

Philips-ი ბარსელონას სპონსორობით ინტერესდება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, Philips-ი “ბარსელონას” სპონსორობით ინტერესდება და ასევე სურს, Espai Barça-სთან დაკავშირებული იყოს.

წყაროს ცნობით, თუ შეთანხმება შედგება, ნიდერლანდური კომპანია “ბარსას” სახელოს სპონსორი გახდება. კატალონიურ კლუბს ივნისამდე მათგან €2-3 მილიონი სურს, შემდეგ კი ეს თანხა €8-9 მილიონამდე გაიზრდება. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კომპანია “ბარსელონას” შორტის უკანა მხარის სპონსორობით ინტერესდება. “ბარსას” ამ ადგილის სპონსორი არასდროს ჰყოლია. ამით კლუბმა, შესაძლოა, €5 მილიონზე მეტი გამოიმუშაოს, რაც Fair Play-ს წესების დაცვაში დაეხმარება. 

“ბარსელონას” მარკეტინგული გუნდი, ვიცეპრეზიდენტ ჟული გუიუს ხელმძღვანელობით, შემოსავლების ახალ გზებს ეძებს. იმის გამო, რომ გამოუყენებელი კატეგორიები ჯერ კიდევ არსებობს (მაგალითად, ავიაკომპანია), ვარიანტების ძიება შესაძლებელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 05 თებ 2023, 20:30
    #3

    უკან არა, მაგრამ წინ, შუაში დაიწერონ ტებასი ან პერესი.

  • nika 54
    schedule 05 თებ 2023, 16:55
    #2

    რამდენიმე კომპანია "ბარსელონას" შორტის უკანა მხარის სპონსორობით ინტერესდება. "ბარსას" ამ ადგილის სპონსორი არასდროს ჰყოლია.
    შორტის უკანა მხარეს შემთხვევით ტრ-ი ხო არა ჰქვია? ღირს 5 მილიონად მაგის მიცემა?

  • Frenkie de Jong_
    schedule 04 თებ 2023, 17:26
    #1

    იმედია შეთანხმდებიან