Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” დღეს გაიგებს, ხულიან არაუხო შეიძინა თუ არა – “ბარსა” და “ლოს ანჯელეს გელექსი” FIFA-სგან საბოლოო პასუხს მალე მიიღებენ.
ამავე წყაროს ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებში კლუბებმა ყველაფერი შეათანხმეს, დოკუმენტების გადაგზავნა 18 წამით მხოლოდ MLS-ს დააგვიანდა, რის გამოც ტრანსფერის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
გავრცელებული ცნობებით, არაუხოს ოცნება “ბარსაში” თამაშია და იმედოვნებს, რომ FIFA-Სგან დადებითი პასუხი იქნება.



6 მილიონად ეს ნაჩუქარია ნეტა გამოვიდეს ეს ტრანსფერი მაგრად დაგვეხმარებოდა 3 ტურნირზე ვთამაშობთ ბოლო ბოლო
ღირსები იქნებიან თუ არ დაადასტურებენ, ბოლო წამამდე მიყვანილი საქმისგან არაფერი გამოვა
აეს არ მესმის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებზე და წამებზე რო მოუნდებათ ხოლმე ტრანსფერის გაჩარხვა, რამე კომერციული ხრიკია თუ რაჯანდაბაა
გაიფორმე რა ცოტა ადრე
კარგი ბიჭია?
რამე პლიუს-მინუსები 1 წუთის ფარგლებში არ უნდა არსებობდეს, აქაც ტებასი ხო არ განკარგავს საქმეებს.