ოფიციალურად: ექტორ ბელერინმა ბარსელონა დატოვა

ოფიციალურად: ექტორ ბელერინმა ბარსელონა დატოვა

“ბარსელონას” ესპანელი მარჯვენა მცველი ექტორ ბელერინი პორტუგალიურ “სპორტინგში” გადავიდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

“ბლაუგრანაში” განაცხადში მხოლოდ ის წერია, რომ ბელერინი ლისაბონურ გუნდში გადადის. გარიგების სხვა დეტალები ოფიციალურ დონეზე უცნობია.

არაოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც Sport ავრცელებს, “ბარსელონა” ტრანსფერიდან ერთ მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ ერთი მილიონი კი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

ექტორ ბელერინი, რომელიც “ლა მასიას” აღზრდილია, “ბარსელონაში” გასულ ზაფხულში უფასოდ დაბრუნდა. ის ჩავის პრიორიტეტულ მარჯვენა მცველებს შორის ნამდვილად არ შედიოდა და ამის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ 27 წლის ფეხბურთელმა არ გაამართლა. მან მხოლოდ 7 თამაშის ჩატარება მოასწრო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • nika 54
    01 თებ 2023, 14:24

    ციტატა: alwaysculerr
    ხულიან არაუხო თუ დაიმატეს რატო ვერ აოფიციალურებენ


    არაუხოს კონტრაქტზე წამებით დაუგვიანია ლაპორტას. ეხლა იხილავენ საქმეს თუმცა მეეჭვება რამე გვეშველოს.

  • Rick Sanchez
    01 თებ 2023, 14:01

    2 მილიონი კაია ამაში

  • Tomasa
    01 თებ 2023, 08:41

    არადა არსენალში რაკარგი იყო, რატო მოუკლო ასე ძაან ვერ ვხვდები.

  • alwaysculerr
    01 თებ 2023, 08:26

    ხულიან არაუხო თუ დაიმატეს რატო ვერ აოფიციალურებენ

  • kanja
    01 თებ 2023, 02:56

    წავიდა და წავიდეს…

  • Moriba
    01 თებ 2023, 02:48

    ✅ ხულიან არაუხო LA გალაქსიდან კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს 🔵🔴

    #POSTVტრანსფერები