დღეს, “ბარსელონა” ლა ლიგის მე-19 ტურში სტუმრად “ჟირონას” დაუპირისპირდება.
ჩავი ერნანდესმა აღნიშნული მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი დაასახელა.
ტერ შტეგენი, ბელერინი, არაუხო, ბუსკეტსი, დემბელე, პედრი, ფატი, პენია, კრისტენსენი, ალონსო, ალბა, კესიე, რობერტო, დე იონგი, რაფინია, კუნდე, გარსია, ბალდე, გავი, ასტრალაგა, ტორე, ალარკონი
დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას კვლავ გამოტოვებენ რობერტ ლევანდოვსკი და ფერან ტორესი, თუმცა ისინი შემდეგ შეხვედრაში დაბრუნდებიან. აღსანიშნავია, რომ ჩავიმ განაცხადში “ლა მასიას” ორი ფეხბურთელი შეიყვანა: 18 წლის შემტევი, ანხელ ალარკონი და ასევე 18 წლის მეკარე ანდერ ასტრალაგა.
ძალიან მძიმე თამაში მგონია იქნება, მაგრამ უნდა მოიგონ აუცილებლად თუნდაც იმიტომ რო შარშან მაგრა გაგვაპაზორეს.
Rick Sanchez, დასასვენებელი კია მარა ახლა არაა მაგის დრო ჟირონასთან უეჭველი უნდა მოვიგოთ თან კარგად უნდა დავტენოთ
იამალი დაასვენონ მართლა ჯობია.