“ბარსელონამ” მემფის დეპაის “ატლეტიკოში” გაშვებით იანიკ ფერეირა კარასკოს შეღავათიანი პირობებით გამოსყიდვის უფლება მიიღო.
კატალონიურ კლუბს შეეძლება, ფეხბურთელი €20 მილიონად დაიმატოს, ამასთან, თუ მადრიდელებს მისი სხვა კლუბში გაყიდვა მოუნდებათ, ის ჯერ “ბლაუგრანას” უნდა შესთავაზონ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსას” საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა დიდი შანსია, ზაფხულში აღნიშნული უფლება გამოიყენოს და ამის შესახებ კარასკოსაც აცნობა.




მეეჭვება სერესომ პირობა შეასრულოს მაგ გველმა(აჩკებიანმა გველმა).
მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება და მშვენიერი შენაძენი
ჯერ მარჯვენა მცველი, მერე ეს