Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” მარსელო ბროზოვიჩის იჯარით აყვანას (გამოსყიდვის უფლებით) შეეცდება, თუმცა “ინტერის” დარწმუნება მარტივი არ იქნება.
ამასთან, წყაროს ცნობით, “ბარსა” ლა ლიგისგან პასუხს ელის იმის თაობაზე, მემფის დეპაის წასვლის შემდეგ გათავისუფლებული სახელფასო ფონდით ტრანსფერის განხორციელებას ან გავისა და არაუხოს ახალი კონტრაქტების დარეგისტრირებას შეძლებს თუ არა.
ლა ლიგის ახალი რეგულაციების მიხედვით, იმ კლუბს, რომელიც სახელფასო ლიმიტს გადააჭარბებს, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემოსავლის მხოლოდ 40%-ის დახარჯვა შეეძლება.
ეს ნიშნავს, რომ მემფის დეპაის წასვლით “ბარსელონას” ტრანსფერებში მხოლოდ €3.8 მილიონის გაღება შეუძლია.
ლა ლიგა საბოლოო ვერდიქტს მალე მიიღებს.


ვიცით რასაც მიიღებს, მხოლოდ უარს. მათგან დადებითი ჯერ არაფერი ყოფილა ხოლო მათი უდიდესი მიღწევა ბარსასთან მიმართებაში მესის გაგდებაა.
არ გვჭირდება ბროზოვიჩი… იმედი არ მოიყვანენ
3.8 მლნ ზამთრის ტრანსფერებზე
პირველ რიგში არაუხოს კონტრაქტია დასარეგისტრერებელი, მერე იზრუნონ ბროზოვიჩზე, შემდეგ გავის და ბალდესი
არაუხო, გავი, ბალდე, აი ამ ბიჭებზე იზრუნოს ლაპორტამ,, რადგან ესენია ეხლანდელი ბირთვი და იმედი, და უკვე საკმაო დრო გავიდა რაც ჰპირდებიან კონტრაქტებს და არ ასრულებენ. ბიჭებმა უნდა იგრძნონ რომ პირველი გუნდის სრულუფლებიანი წევრები არიან და რომ ვიღაც ბოზოვიჩში არ გაცვალეს. ბარსა ვერც თანხაში ჩაეტევა, ვერც ინტერს დაარწმუნებს ( ამისათვის არანაირი საშუალება არ გააჩნია) და ვერც ლა ლიგას გადაათქმევინებს რაიმეს, ამ ბიჭებს კიდევ შეიძლება გული ატკინონ. დიდი მოთხოვნაა მათზე და ღმერთა არ ჰქნას ვინმემ გადაიბიროს ეს ბიჭები,, რაც სრულიად შესაძლებელა….