“ბარსელონამ” კოპა დელ რეის მერვედფინალში “სეუტა” 5-0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩის ანგარიში რაფინია ბელოლიმ შორეული დარტყმით, 41-ე წუთზე გახსნა და პირველი ტაიმიც ასე დასრულდა.
50-ე წუთზე, კესიეს ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, გატანა რობერტ ლევანდოვსკიმაც მოახერხა. 20 წუთის შემდეგ, მოედანზე ახალგამოსულმა ანსუ ფატიმ თავისი გუნდის უპირატესობა სამამდე გაზარდა. 77-ე წუთზე ფრანკ კესიემ ორ ასისტს გოლიც დაამატა, ბოლო წუთზე კი ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0.
აღსანიშნავია, რომ პოლონელმა ვარსკვლავმა ესპანეთის თასზე თავი პირველად გამოიჩინა, ანხელ ალარკონმა კი პირველი გუნდის მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
“ბარსელონას” მომდევნო მეტოქის ვინაობა წილისყრით (20 იანვარი, 16:00 საათი) გაირკვევა. სავარაუდო მოწინააღმდეგეები არიან: “რეალ მადრიდი”, “ატლეტიკო”, “სოსიედადი”, “ბილბაო”, “ვალენსია”, “სევილია”, “ოსასუნა”.
ვუყურე და ყოჩაღ კესიეს
ისე მე პირადად რაფინიას გასროლა მომეწონა კაი გოლი იყო და ნორმალური ფეხბურთელია, ადაპტირება სჭირდება ჩემი აზრით და კარგად გამოგვადგება, დემბელეზე ჭკვიანი და ნიჭიერი კი არის და დარტყმა აქვს ნორმალური
არ მიყურებია მაგრამ ყოჩაღ კესიეს
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ერთი ფაქტია ფატის გოლის კარგი ალღო აქვს. თუ ეს ნერვიულობა მოიხსნა კარგად გამოგვადგება.
კესიმ იმდენად კარგი მატჩი ჩაატარა, რომ ბესის ბეძახდი წუხელ

https://youtube.com/shorts/wlTzaDlzFAw?feature=share
არ გაჭირვებიათ!.. კარგი ინერცია აიღეს!
ფატის მაინც აქ რაღაც წუნი ბოლო წუთებში ერთი-ერთზე იყო და რა სისულელე მოიფიქრა, მაგრამ მაგას არაუშავს ლამაზი გოლი შეაგდო და ემზადება ნელ-ნელა ძირითადისთვისაც. კესიეც კარგი იყო, ბელერინს სათამაშო დროის სიმცირის ფონზე არაუშავდა, ტორეს არ წაუვიდა თამაში. რაფინიასაც კარგი თამაში ქონდა უბრალოდ ერთი-ერთზე რატო არ ცდილობს გაცდეს მცველებს არვიცი. ყვერანი ნებიმიერ მეტოქესთან ყვერანია
პირველი ტაიმი საშინლად ითამაშეს მეორეში როგორც ჩანს შეახსენა ჩავიმ ვარჯიში არააო🙂 ფატიმ მეტი დრო უნდა მიიღოს აწი, ფორმაშიცაა და ფიზიკურადაც მშვენივრად მოძლიერდა, კესი იმედია გამოფხიზლდება აწი, ნახევარდაცვას სულ ჭირდება როტაცია და ეგ რომ ნორმალურად ათამაშდეს უფრო სტაბილური გახდება გუნდის თამაშიც და აღარ შეგვეშინდება ძირითადი რომ არ იქნება.
სტატიის დასაწყისში ანგარიში გაასწორეთ 4:0 კი არა 5:0 გაანადგურა