workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერან ტორესმა ფსიქოლოგი დაიქირავა

ფერან ტორესმა ფსიქოლოგი დაიქირავა

ფერან ტორესი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განსაკუთრებით ცუდად გამოიყურება – არადამაჯერებელი თამაშის გარდა, ესპანელს ემოციების გაკონტროლებაც უჭირს, რაც “ატლეტიკოსთან” თამაშში სტეფან სავიჩთან ორთაბრძოლისას გამოჩნდა.

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” შემტევმა დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართა. ის ფიქრობს მენტალური პრობლემა აქვს და თავდაჯერებულობა აკლია, სპეციალისტი კი მათ დაძლევაში დაეხმარება. 

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ფერანს ყველანაირად მხარს უჭერს და იმედოვნებს, რომ მისი მდგომარეობა მალე გამოსწორდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • Chico
    schedule 19 იან 2023, 22:38

    ფსიქოლოგთან რა უნდა? რითი უშველის ფსიქოლოგი? მოღრეცილ ფეხს გაუსწორებს თუ კარების ზომებს გაზრდის?
    მე თუ მკითხავ, ყველაზე სწორი იქნება ლა მასიაში გაამგზავრონ მინიმუმ ერთი წლით, ახალბედებში. იქნება იქ აუხსნან, რომ თამაში ფეხბურთი ნიშნავს ბურთის გატანას მოწინააღმდეგის კარში და სირბილს კი მძლეოსნობა ჰქვია.
    ფსიქოლოგი სერიოზულად მოუსმენს, დაუნიშნავს "მკურნალობას" და გაწეწავს კარგ ფულზე.
    მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და თუ იმ ფსიქოლოგმა ფოკუსი გაუსწორა, მერე იქნებ მასთან გუნდიდან კიდევ ერთი-ორი კაცი გააზავნონ…. smile smile

  • Rick Sanchez
    schedule 19 იან 2023, 21:26

    ფაქტია რაღაც სჭირს და იმედია ფსიქოლოგიურია

  • Albicelecte
    schedule 19 იან 2023, 18:01

    ოფიციალურ მატჩში, ნაკრებში ნოიერს ჰეთთიკი შეუსრულო და მერე უგოლო სერია გაგიგრძელდეს კლუბში, ეს ერთ- მეორესთან ძალიან აცდენილი რამაა და ნიშნავს, რომ პრობლემა ფსიქოლოგიურია და უნდა მოგვარდეს;
    სიტიშიც არ იყო ცუდი, ასე, რომ მაინც ცოდოა საგინებლად ეს ბიჭი

  • tbilisi
    schedule 19 იან 2023, 17:46

    აშკარაა დახმარება სჭირდება, ჯერ პატარაა შეიძლება ამისგან რამე გამოვიდეს.

  • nikusha
    schedule 19 იან 2023, 16:31

    მე მაინც ვფიქრობ რომ გამოსწორებადია

  • Albicelecte
    schedule 19 იან 2023, 15:36

    ფაქტია, რომ 22 წლის ასაკში ნაკრებშიჰქონდა ფენომენალური შედეგები და კლუიბშიც არა უშავდა;
    ფსიქოლოგი იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში დარტყმა უცუდდება, ზედმეტს ნერვიულობს და განიცდის, სავარაუდოდ ამისი ბრალი უნდა იყოს

  • Aroni
    schedule 19 იან 2023, 15:31

    როგორც სეზონის დასაწყისში ავღნიშნე, მიუხედავად ბევრი ,,ბრილიანტისა" გუნდში, ფერანი სამწუხაროდ იქნება ნომერ პირველი იმედ გაცრუება სეზონის

  • Maestro 6
    schedule 19 იან 2023, 15:15

    ფსიქოლოგი კიარა ტრენერი დაიქირავოს რომ კარში დარტყმა ასწავლოს, ასეთი ელამი როგორაა ტიპი

  • La Pulga10
    schedule 19 იან 2023, 15:10

    ფსიქოლოგი კი არა გააჯვი ბარსელონადან

    ციტატა: Robert lewandovski
    რაფა ლეაო ვის გინდათ ძმებო ბარსაში?


    ლეაოს ოსიმენი მოიყვანონ მირჩევნია

  • Albicelecte
    schedule 19 იან 2023, 14:17

    დამატებით კარში დარტყმის და მიზანში მოხვედრების სპაციალისტთან უნდა ივარჯიშოს

  • nikusha
    schedule 19 იან 2023, 14:11

    ციტატა: Robert lewandovski
    რაფა ლეაო ვის გინდათ ძმებო ბარსაში?


    საერთოდ პორტუგალიელი არავინ მინდა, წავიდნენ გადაშენდნე აქედან, ან ვერ ამართლებენ ან კიდე მოღალატეები არიან (ფიგუს მაგ)

  • Robert lewandovski
    schedule 19 იან 2023, 14:01

    რაფა ლეაო ვის გინდათ ძმებო ბარსაში?

  • Moriba
    schedule 19 იან 2023, 13:54

    ყველამ ვიცით რაცაა ფსიქოლოგიური პრობლემა მაგრამ თუ წნეხს ვერუძლებ ბარსელონაში თამაშს არცუნდა გადმოხვიდე ჯობია მოაგვაროს ეს პრობლემა და პლიუს კარში დარტყმაშიც ივარჯიშოს ვილიას მაინც თხოვოს ასწავლის😂❤️

  • nika 54
    schedule 19 იან 2023, 13:39

    და ეს ფსიქოლოგი კარში დარტყმაზეც ავარჯიშებს? თუ მარტო ტვინს გაუსწორებს.