workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო ბუსკეტსი: ფინალის მოგება დამატებით მოტივაციას მოგვცემს

სერხიო ბუსკეტსი: ფინალის მოგება დამატებით მოტივაციას მოგვცემს

“ბარსელონას” კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა “რეალ მადრიდთან” ფინალამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

რთული მატჩი გველის. “რეალ მადრიდთან” მატჩი “ბეტისთან” დაპირისპირებისგან განსხვავებული იქნება, რადგან ორივე გუნდს სხვადასხვა სტილი აქვს. მადრიდელები კონტრშეტევებისთვის მზად იქნებიან… გვსურს, მატჩი გავაკონტროლოთ.

საკუთარი მომავალი ჯერ არ გადამიწყვეტია. არ ვიცი, მომავალ სეზონში სად ვითამაშებ, მაგრამ, რომც ვიცოდე, არ ვიტყოდი – ახლა, ხვალინდელი მატჩი ჩემს მომავალზე ბევრად მნიშვნელოვანია.

მე-700 მატჩის ჩატარებით ძალიან ბედნიერი ვარ – ეს ოცნებაა, რომელიც ყველა ფეხბურთელს აქვს. ვამაყობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ… ამ რიცხვის აღსანიშნავად, ხვალ მოგებაზე უკეთესი რამ არ არსებობს. 

“რეალ მადრიდის” დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რამდენიმე ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. მოგება გვსურს.

დიდი ხანია, ტიტული არ მოგვიგია… დამატებითი მოტივაცია გვაქვს. ეს გუნდი გამარჯვებას იმსახურებს. 

“რეალ მადრიდისნაირ” კლუბს მეტოქისთვის პრობლემების შექმნა ყოველთვის შეუძლია. მოგება დამატებით მოტივაციასა და ოპტიმიზმს შეგვმატებს.

საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, კარგად ვითამაშო და სხვებს დავეხმარო როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ვცდილობ, ნორმალური ადამიანი ვიყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 15 იან 2023, 11:42

    ოღონდ შენ დღეს მოიგე და ყველაფერი გეპატიება. ნუ პირადად ჩემგან ზუსტად.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 15 იან 2023, 02:00

    Shen awi motivacias mama zecieri ver shegmatebs. 5 welia ar gaq da 0 xar! Gadawyvite mere male da davi zafxulshi daaweqi,jer kide pativs gcems xalxi da nu ibaxeb tavs bliad.

  • Robert lewandovski
    schedule 14 იან 2023, 23:04

    ფერგიმ მანჩესტერი წლები ხერხვაში ამყოფა, ჯერ ბარსათი მიატ.ა ორჯერ, მერე ბავარიათიც მიხერხა და წლებია სიტითიც იგივეს შვრება. უცნად აკაკამდენიან ხოლმე. იმ გოლმა რომელიც არ უნდა ჩათვლილიყო არია იგრა.