workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეალ მადრიდი-ბარსელონა – როგორ ვუყუროთ?

რეალ მადრიდი-ბარსელონა – როგორ ვუყუროთ?

ხვალ, 15 იანვარს “ბარსელონა” ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “რეალ მადრიდს” დაუპირისპირდება.

თამაშს ქართული ტელეარხები არ გვთავაზობს. შეხვედრის ქართული კომენტარით ხილვა შეგიძლიათ საიტზე Setantasports.com ან ამავე საიტის აპლიკაციით.

საყურებელი ლინკები კი დაიდება Livetv.ge-სა და ბარსამანიას ტელეგრამ არხზე.

Setanta Sports Georgia

TV

თუ გაქვს Smart TV (ჭკვიანი ტელევიზორი, სადაც აპლიკაციების ჩაწერა შესაძლებელია), შეგიძლიათ დააყენოთ Setanta Sports-ის აპლიკაცია. აპლიკაციის ღირებულება არის თვეში 13 ლარი. ამ აპლიკაციაში შეგიძლიათ უყუროთ შემდეგ ტურნირებს: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, პრემიერ ლიგა, სერია A, ლიგა 1, ბუნდესლიგა, ასევე UFC, ჩოგბურთი, კალათბურთი, F1 და სხვა.

PC/Laptop

Setanta Sports Georgia-ს სპორტული კონტენტის კომპიუტერში საყურებლად საჭიროა, დარეგისტრირდეთ ამ საიტზე და შეიძინოთ პაკეტი, რომლის ღირებულებაც არის თვეში 13 ლარი. ამ საიტზე შეგიძლიათ უყუროთ შემდეგ ტურნირებს: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, პრემიერ ლიგა, სერია A, ლიგა 1, ბუნდესლიგა, ასევე UFC, ჩოგბურთი, კალათბურთი, F1 და სხვა.

Smartphone

Setanta Sports Georgia-ს სპორტული კონტენტის ტელეფონში საყურებლად საჭიროა აპლიკაცია (Android ვერსიის გადმოწერა | iOS ვერსიის გადმოწერა). აპლიკაციის ღირებულება არის თვეში 13 ლარი. ამ აპლიკაციაში შეგიძლიათ უყუროთ შემდეგ ტურნირებს: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, პრემიერ ლიგა, სერია A, ლიგა 1, ბუნდესლიგა, ასევე UFC, ჩოგბურთი, კალათბურთი, F1 და სხვა.

Discord

თამაშის ქართული კომენტარით ყურება ასევე შესაძლებელი იქნება Discord-ზე, ქართული არხის, ripley Sports-ის დახმარებით.

არხის ლინკი.

თამაშის საყურებლად საჭიროა, დარეგისტრირებული იყოთ Discord-ზე. მობილურით საყურებლად ასევე საჭიროა, გადმოწერილი და დაინსტალირებული გქონდეთ Discord-ის აპლიკაცია. გირჩევთ, ამ საკითხზე უკვე იზრუნოთ, თამაშის დაწყებას მომზადებული რომ შეხვდეთ.

ლინკზე შესვლის შემდეგ არხებში აირჩევთ Ripley Sports 1-ს. სწორედ ამ არხზე გავა რეალ მადრიდისა და ბარსელონას თამაში.

Telegram

ამიერიდან “ბარსელონას” თამაშების საყურებელ ლინკებს შემოგთავაზებთ ჩვენს ტელეგრამ არხზე: t.me/barcamaniage

Livetv.ge?

იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი არხებიდან არცერთი გაქვთ, თქვენთვის ბევრი საყურებელი ლინკი დაიდება საიტზე Livetv.ge.

თუ საიტზე შესვლას ვერ ახერხებთ, გამოიყენეთ Public DNS, რომელიც ყველა მოწყობილობაზეა ხელმისაწვდომი. Public DNS-ის დაყენების შემდეგ თქვენი ინტერნეტი იქნება უფრო სწრაფი და დაცული, ასევე შეხვალთ ნებისმიერ დაბლოკილ საიტზე. რეკომენდებულია, რომ Public DNS დაყენდეს ყველა მოწყობილობაზე, მათ შორის სათამაშო კონსოლებზეც. Public DNS-ის დაყენების დეტალური ინსტრუქციები შეგიძლიათ, ნახოთ საიტზე Antiblock.ge.

Livetv.ge-ზე შესვლის შემდეგ აირჩიეთ სასურველი თამაში, რის შემდეგაც ნახავთ ლინკების ჩამონათვალს. სასურველი ლინკის არჩევის შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც თამაშის ყურებაა შესაძლებელი.

კომპიუტერით ყურების შემთხვევაში თამაში ჩაირთვება ავტომატურად, მაგრამ უხმოდ. ხმის ჩასართავად საჭიროა, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭიროთ CLICK HERE TO UNMUTE. ამის შემდეგ ახალ გვერდზე გაიხსნება რეკლამა, რომელიც შეგიძლიათ, მაშინვე დახუროთ. ამ პროცედურის გავლა, შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენჯერმე, რის შემდეგაც ხმაც ჩაირთვება.

მობილურით ყურების შემთხვევაში, შესაძლოა, ამოგიგდოთ ინფორმაცია VPN-ის შესახებ. ეს უბრალო რეკლამაა და საჭიროა, ეს გვერდი გათიშოთ. ამ პროცედურის გავლა, შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენჯერმე, რის შემდეგაც თამაში ჩაირთვება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 15 იან 2023, 12:22

    კარგია, რო ნტვ+ ესპანეთის თასის მატჩებს აჩვენებს.

  • Tyler Durden
    schedule 15 იან 2023, 11:29

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: LM10RG10
    მაგთის ტელევიზია/ინტერნეტში 53 ლარს ვიხდი თვეში,სეტანტას სამივე არხი მაქვს და მაგრად ტეხავს რო მეოთხე არხზე აჩვენებენ მაგ თამაშს და კიდევ 13 ლარის გადახდა არის საჭირო საყურებლად))))


    სრული პაკეტი მაქვს მაგთის, 72-ლარიანი და არც აქ არის, მოკლედ მაგთი ნაგავია, მაგრამ ეხლა სადაც ვარ ჩემსკენ სილქნეტს წვდომა არა აქვს და სხვა გზა არ არის. სილქნეტში ყველა საფეხბურთო არხი მქონდა!


    სილქნეტზეც არ არის ეს არხი, მხოლოდ აპლიკაციაში აჩვენებენ ამ თამაშს. ყველაფერში დამატებით ფულს ჭრიან.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 15 იან 2023, 03:10

    ციტატა: LM10RG10
    მაგთის ტელევიზია/ინტერნეტში 53 ლარს ვიხდი თვეში,სეტანტას სამივე არხი მაქვს და მაგრად ტეხავს რო მეოთხე არხზე აჩვენებენ მაგ თამაშს და კიდევ 13 ლარის გადახდა არის საჭირო საყურებლად))))


    სრული პაკეტი მაქვს მაგთის, 72-ლარიანი და არც აქ არის, მოკლედ მაგთი ნაგავია, მაგრამ ეხლა სადაც ვარ ჩემსკენ სილქნეტს წვდომა არა აქვს და სხვა გზა არ არის. სილქნეტში ყველა საფეხბურთო არხი მქონდა!

  • kanja
    schedule 14 იან 2023, 21:05

    ფულის კეთებაზე გადახვედით არა თქვე ძუკნებო!!!

  • alwaysculerr
    schedule 14 იან 2023, 12:54

    LM10RG10,
    ფულის მონები არიან

  • LM10RG10
    schedule 14 იან 2023, 12:31

    მაგთის ტელევიზია/ინტერნეტში 53 ლარს ვიხდი თვეში,სეტანტას სამივე არხი მაქვს და მაგრად ტეხავს რო მეოთხე არხზე აჩვენებენ მაგ თამაშს და კიდევ 13 ლარის გადახდა არის საჭირო საყურებლად))))