”ვალენსიასთან” 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ ”ბარსამ” კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა. კატალონიელები პრიმერას ბოლო 23 გასვლით მატჩში იტანენ გოლს.”სპორტინგთან” მატჩში ”ბარსას” ახალი რეკორდის დამყარება შეუძლია.
– წინა რეკორდი 50-იანები წლების ”რეალს” ეკუთვნის. მაშინ ”ბლანკოსის” ფეხბურთელები გასვლით მატჩებში 1950/51 წლის სეზონის 27-ე ტურის მატჩიდან 1952/53 წლის სეზონის მე-12 ტურამდე იტანდნენ.
– ”ვალენსიასთან” მატჩი პუიოლისთვის 350-ე გახდა პრიმერაში. მან 3 ჩაჭრა და 20 ზუსტი გადაცემა გააკეთა.
– სესკი ”ბასრას” ისტორიაში პირველი ნახევარმცველი გახდა, რომელმაც პრიმერას პირველ 4 ტურში თავი ყოველ მატჩში გამოიჩინა.
– ჩავიმ ”მესტალიაზე” 103 ზუსტი გადაცემა გააკეთა.
– დანი ალვესმა ყველაზე მეტი, 14 ჩაჭრა განახორციელა.
– პედრომ ”ბარსას” რიგებში 47-ე გოლი გაიტანა. მათგან 23 მან გასვლით მატჩებში გაიტანა. ამ გოლებიდან 4-ის გატანა მან პირველ 15 წუთში მოახერხა.
– ემერიმ და გვარდიოლამ ”მესტალიაზე” 2-2 უკვე ითამაშეს. გუშინდელის მსგავსად 2008/09 სეზონის მატჩში პაბლომ მისი გუნდი წინ გაიყვანა (2-1), ხოლო ანრიმ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. მატჩის სცენარი ძალიან გავდა გუშინდელს.
– ვალდესი (414) 7 მატჩის შემდეგ გილერმოს (421) გაუთანაბრდება ”ბარსაში” ჩატარებული მატჩების რაოდენობით, რომელიც ამ რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს.
– ასევე მეკარის ანგარიშზე 299 მატჩია პრიმერაში, ამგვარად ის იუბილის აღსანიშნად ემზადება.



