workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რუბენ ნევეშის ტრანსფერს მხოლოდ ჩავი აფერხებს

რუბენ ნევეშის ტრანსფერს მხოლოდ ჩავი აფერხებს

Sport-ის ინფორმაციით, რუბენ ნევეშის “ბარსელონაში” გადმოსვლა თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ ტრანსფერს ჩავი ერნანდესი აყოვნებს.

წყაროს ცნობით, ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ პორტუგალიელის შეძენა საკმაოდ ხელსაყრელი იქნება, ვინაიდან, “ვულვზი” წინააღმდეგი არაა, ტრანსფერში ფრანკ კესიე ან ნიკო გონსალესი ჩაერთოს.

მიუხედავად ამისა, ჩავის ეჭვები აქვს, რადგან ნევეშს საყრდენად ვერ ხედავს. რუბენის ტრანსფერი იმაზეცაა დამოკიდებული, სერხიო ბუსკეტსი “ბარსაში” დარჩება თუ არა და ფრენკი დე იონგი ამ პოზიციას რამდენად მოერგება.

კატალონიური პრესის თანახმად, რადგან “ბარსელონა” ბუსკეტსის ტოპ შემცვლელს ვერ პოულობს, ჩავიმ გადაწყვიტა, საყრდენად სწორედ დე იონგი მოსინჯოს და ასევე ეცდება, სერხიო 1 წლით დარჩენაში დაარწმუნოს, ოღონდ მას გუნდში შემცირებული როლი ექნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • რივალდო-მესი
    schedule 07 იან 2023, 18:21
    #17

    ჩავი უჭკვიანესი და უსაყვარლესი, ისტორიაში ერთერთი დიდი ცენტრალური ნახევარმცველი და ბარსას ლეგენდაა. ძალიან, ძალიან მიყვარს. პ.ს. ჩავი ჩემი მოკრძალებული აზრით როგორც მწვრთნელი არის <<ცენზურის დარღვევა>>.

  • nika 54
    schedule 07 იან 2023, 14:21
    #16

    ამდენი ხანია და რით ვეღარ გადაწყვიტა ამ კაცმა ჩამშლელის პოზიცია ვის მისცეს.

  • marco reus 11
    schedule 07 იან 2023, 12:45
    #15

    პრემიერლიგიდან სანამ ვინმეს მოვიყვანთ კარგად უნდა დავფიქრდეთ სუარესის მერე მაქედან მოყვანილი ვერაფერში ვერ გამოვიყენეთ :დ მარჯვენა მცველია საყიდელი და ფლანგის შემტევი სასწრაფოდ.

  • me da barca
    schedule 07 იან 2023, 03:19
    #14

    ასეთებით, რომ გაავსეს გუნდი მიტომ მიგვდის საქმეც კარგად. 2-3 წელი არაფერი გვეშველება, მერე არ ვიცი. სამწუხარო პროგნოზია, მაგრამ რასაც ვხედავ ეგრეა.

  • Albicelecte
    schedule 07 იან 2023, 01:18
    #13

    დეიონგი და ბუსი სკამზე, ესაა საუკეთესო არჩევანი

  • rivaldo80
    schedule 07 იან 2023, 00:39
    #12

    რაც ამას დამართეს მსოფლიოზე მაგიტომაცა მაგ კლუბში არაფრის მომცემი საყრდენია ამას სუბიმენდი 100 თავით ჯობია.გავი პედრი დეიონგი გყვავს რაის ნევეში და ბუსკეცი ეხლაც აჯობებს ამას

  • tornike27
    schedule 06 იან 2023, 22:30
    #11

    ჩემი აზრით ნახევარმცველების დამატებას უნდა შეეშვან რადგან ეგ ზონა არასდროს არ გვიჭირდა მთავარი მარჯვენა მცველი და კარგი ვინგერებია ფერანში და რაფინიაში ფულის გადახდას გნაბრიზე ეჩალიჩად ამ ზაფხულს ბაიერნი 40 მილიონად ყიდდა ჩვენ კი ავდექით და რაფინიაში 70-თი გადავიხადეთ, ფერანში კი 55, ლუის დიზის დამატებაც შეგვეძლო მაგრამ ფერანი ვარჩიეთ.

  • DesmondHume
    schedule 06 იან 2023, 22:19
    #10

    ჩავის რაღაცები ეშლება მარა კიდეკაი ამას მაინც ბლოკავს..

  • იმედა_ხავიესტა
    schedule 06 იან 2023, 21:36
    #9

    ეს ნაყარ ნაყარი ხალხი დაღუპავს ბარსელონას და გაიზიარებს გუნდი მილანის ბედს ისე მიდის საქმე ვატყობ

  • lesane C
    schedule 06 იან 2023, 20:52
    #8

    როდისღა უნდა შეეჩვიოს დე იოგნი 30 წლის რო გახდება, მაინც ბუსკეცს მისტირის ხავი, არადა ბურთს რო მიიღებს იზმენები მაქ რამე ალონსოსნაირი არ მიქაროს

  • CHEPE
    schedule 06 იან 2023, 20:40
    #7

    ციტატა: Maestro 6
    ეს ათრია მსოფლიოზე ყველამ ვისაც არ დაეზარა, რა ჩემ ფეხებად გვინდა🤷‍♂️


    ჰო აბა და პორტუგალია არავინ გამოისვა მარტო ეს ათრიეს… რასგავდა პორტუგალიის თამაში საერთოდ უყურე ყველა თამაშს?? ძაან არ მიყვარს 1 იგროკზე რომ ტყდება ჯოხი მასე არც სილვას გაუკეთებია დიდად რამე და ვთქვათ მაგრი ბანძი ყავს გვარდიოლასთქო

  • Maestro 6
    schedule 06 იან 2023, 20:27
    #6

    ეს ათრია მსოფლიოზე ყველამ ვისაც არ დაეზარა, რა ჩემ ფეხებად გვინდა🤷‍♂️

  • Bakero
    schedule 06 იან 2023, 19:59
    #5

    ციტატა: NEYBarca
    ბიჭოოოო ეს რითია ფრენკიზე უკეთესი შემტევი ან მცველი ? პასებზე და დრიბლინგზე არ მაქ ლაპარაკი. გამოკვეთილი შემტევი ნახევარმცველია საჭირო(მგონი ასენსიოს მოათრევენ), ან სუფთა საყრდენი, ან ორივე ერთად. ამიტო ფრენკი დატოვონ ჯობია საყრდენად და იყოს ის ასენსიო მოათრიონ უფასოდ ამ მკვდრებმა.


    აბსოლუტურად გეთანხმები რეალურად არავის მომყვანები ესენი არ არიან სადაც ფული იქნება გადასახდელი და ისევ ნაგვის ურნაში დაიწყებენ ქექვას ჰოდა იძულებულები იქნებიან ფრენკი საყრდენზე ათამაშონ და ასენსიო უფასოდ მოათრიონ თორემ რეალურად ორივე გვჭირდება საყრდენიც და შემტევი ნახევარმცველიც

  • Prometheus
    schedule 06 იან 2023, 19:37
    #4

    რავი მე მევასება რუბენა , პოზიციურად მთლად შესაბამისი არ არის მარა გაასწორებდა მაინც. ბუსკეტსისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად დროა წავიდეს , საშინლად შენელებულია და შეცდომებიც ბევრი აქვს , 1 წელი მაგის ცოდვილობას ვეღარ გავუძლებ , ჩავის რა უნდა თვითონაც არ იცის მგონი

  • La Pulga10
    schedule 06 იან 2023, 18:58
    #3

    რავი მსოფლიოზე მაგრად ჩაიკუკა.

  • NEYBarca
    schedule 06 იან 2023, 18:51
    #2

    ბიჭოოოო ეს რითია ფრენკიზე უკეთესი შემტევი ან მცველი ? პასებზე და დრიბლინგზე არ მაქ ლაპარაკი. გამოკვეთილი შემტევი ნახევარმცველია საჭირო(მგონი ასენსიოს მოათრევენ), ან სუფთა საყრდენი, ან ორივე ერთად. ამიტო ფრენკი დატოვონ ჯობია საყრდენად და იყოს ის ასენსიო მოათრიონ უფასოდ ამ მკვდრებმა.

  • Ikushaaaaa_77777
    ForBarça..69 ვეტერანი
    schedule 06 იან 2023, 18:10
    #1

    ეს რა ჩემს დარიშხანად გვინდა ბიჭოოოოო მოაშორეეეთ