მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსია”–”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ვალენსია”–”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გთავაზობთ “ვალენსიას” და “ბარსელონას” ფეხბურთელების კომენტარებს, რომლებიც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

 

ვალდესი:
“იმ აზრს არასოდეს ვეთანხმებოდი, რომ პრიმერა დივიზიონი მხოლოდ ორი გუნდისთვისაა. ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა ხდება და როგორი რთულია თითოეული მატჩი. ახლა სულ არ ვფიქრობთ “რეალზე”. მადრიდელებისთვის მაშინ დავიწყებთ მომზადებას, როცა მათთან თამაშის დრო მოვა.”

პედრო:
“დიახ, მართალია ის ფაქტი, რომ მასპინძლებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს პირველი ტაიმი და ფლობდნენ ბურთს, მაგრამ მეორე ნახევარში ჩვენ მოვახერხეთ ჩვეული თამაშის პოვნა და სწორედ ეს გახდა არ წაგების მიზეზი. საბოლოო ჯამში “მესტალიაზე” 1 ქულის მოპოვება მთლად ძალიან ცუდი შედეგი არაა.”

ფაბრეგასი:
“პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა “ვალენსიამ”, ხოლო მეორეში–ლიდერი “ბარსა” იყო. ჩემი ფუნქციები კარგად ვერ შევასრულე იმის მიუხედავად, რომ გოლი გავიტანე. ყველა თამაშში ვცდილობ გუნდს 100%–ით დავეხმარო და გამოსადეგი ფეხბურთელი ვიყო. რაც შეეხება “რეალის” ფრეს, ჩვენ ისინი ახლა ნამდვილად არ გვაინტერესებს.”

კანალესი:
გუშინ “ვალენსია” ლიდერის როლში იყო. სწორედ ეს დაგვეხმარა წარმატების მიღწევაში. ოთხ ტურში ერთი თამაშიც კი არ წაგვიგია რაც ძალიან მახარებს. “ბარსელონასთან” ფრე ცუდი შედეგი არაა. ძალიან მინდა ბოლომდე ასე განვაგრძოთ და ჩემპიონები გავხდეთ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში