“ბარსელონა” სეზონს 31 დეკემბერს, “ესპანიოლთან” მატჩით განაახლებს.
ზოგადად, ესპანეთის ჩემპიონატში შეხვედრის წლის ბოლო დღეს გამართვა ხშირი შემთხვევა არაა. ამ დღეს “ბარსამ” ბოლოს 34 წლის წინ, 1988 წელს ითამაშა.
1988 წლის 31 დეკემბერს “ბარსელონამ” გასვლაზე მადრიდის “ატლეტიკო” 3-1 დაამარცხა. მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი იოჰან კრუიფი იყო, გოლები კი რობერტმა, ლინეკერმა და ბაკერომ გაიტანეს.
ესპანური ფეხბურთი საშობაო დასვენებას 1991 წლიდან იღებს, თუმცა წელს მატჩების მჭიდროდ ჩატარებაა გახდა საჭირო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი უჩვეულო დროს, ზამთარში გაიმართა.
სხვა შემთხვევები
საერთო ჯამში, “ბარსელონას” 31 დეკემბერს 12-ჯერ უთამაშია: აქედან, 8 მატჩი ოფიციალური იყო, 4 კი – ამხანაგური. პირველად მსგავსი შემთხვევა 1911 წელს დაფიქსირდა, როდესაც “კარერ ინდუსტრიაზე” ფრანგულ “სტად ეტუალ ბლუს” 5-1 მოვუგეთ.
4 ამხანაგური მატჩიდან “ბარსამ” ორში იმარჯვა, 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 1 კი წააგო. 8 ოფიციალურ მატჩში კი კატალონიურმა კლუბმა 6 მოიგო და 2-ჯერ დამარცხდა. “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” წელიწადის ბოლო დღეს ბოლოს 1967 წელს, “რამონ სანჩეს პისხუანზე”, “სევილიასთან” 1-2 წააგეს.
ერთადერთი შემთხვევა, როცა “ბარსელონა” 31 დეკემბერს სახლში დამარცხდა, ზუსტად 1 საუკუნის წინ დაფიქსირდა – მაშინ კატალონიელებმა ავსტრიელი ვიზიტორებისგან შემდგარ “ვენერთან” წააგეს.




რავიცი დიდი საცოდაობაა 31 დეკემბერს თამაში, მაშინ როცა წესით ოჯახთან ერთად ნაძვის ხესთან საჩუქრებს უნდა ურიგებდე ახლობლებს.