AS-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” უახლოეს მომავალში 3 ფეხბურთელი დაუბრუნდება.
წყაროს ცნობით, ფრანკ კესიე თამაშის ნებართვას ამ კვირაში მიიღებს, პაბლო ტორე და რონალდ არაუხო კი გუნდს მომავალ კვირაში დაუბრუნდებიან.
ურუგვაელი მცველი ვარჯიშს ოთხშაბათს განაახლებს და 31 დეკემბერს, “ესპანიოლთან” სათამაშოდ მზად იქნება.
ცხოველი ფორმაში უნდა ჩადგეს
იმედია ყველანი ფორმაში იქნებიან და ლიდერობას ხელიდან არ გავუშვებთ. მთავარი კი კლასიკო იქნება მანდ გადაწყდება ჩემპიონობა, როგორც 2009-ში. კლასიკოს წინ მაშინ რეალს 4 ქულით ვასწრებდით და მადრიდული პრესა აღფრთოვანებული წერდა ბერნაბეუზე მოვიგებთ და იმ დარჩენილ 1 ქულასაც ადვილად ამოვქაჩავთო. ისე იხაროს რეალმა თავის ფანებიანად როგორც ეგ სურვილი "აისრულეს" მაშინ.