მაროკოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალია დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ვალიდ რეგრაგის გუნდმა მატჩი მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი იაია ატიატ-ალას ასისტით იუსეფ ენ-ნესირიმ 42-ე წუთზე გაიტანა.
დღევანდელ მატჩში, “ბარსელონა” საკუთრებაში მყოფ აბდე ეზალზულის არ უთამაშია, მაგრამ მიმდინარე მუნდიალზე მას 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ნახევარფინალში მაროკოს ინგლისსა და საფრანგეთს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.


ესენი ისეთ ხოდზე არიან, საფრანგეთიც არ გააგდონ.
მეც ძაან მინდა არგენტინა-ინგლისი, თან არგენტინელებს მაგრა ეზიზღებათ ინგლისი და მარადონაც მაგიტომ გააღმერთეს მაგათ რომ ჩაუდო. მესიმაც იგივე თუ ქნა რავი ყველანაირი არგუმენტი ექნება საუკეთესო ფეხბურთელობისთვის.
აუ ინგლისი გაუდებდეს საფრანგეთს როგორ მინდა. რამდენი ხანია ვამბობ რო არგენტინა-ინგლისის ფინალი მინდა.
ჰაჰ. აშკარად წინასწარმეტყველია ტიპი ესპანეთს დაადო და მაროკო აირჩია. ე არ იცის