workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მარსელი” მაქსველს აკვირდება

“მარსელი” მაქსველს აკვირდება

ფრანგული “მარსელის” ხელმძღვანელობა გაფაციცებით ეძებს ახალ მარცხენა მცველს, იტყობინება TMW. როგორც ჩანს დიდიე დეშამის გუნდი დიდი ხანია აკვირდება კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელ მაქსველს. 30 წლის ბრაზილიელის ფრანგულ ჩემპიონატში გადაბარგება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არის დაგეგმილი.

 

მაქსველს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2014 წელს ეწურება. იგი ლურჯ–ბროწეულისფერი ფორმით 2009 წლიდან გამოდის და მოასწრო მხოლოდ 51 შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება ნაკრებს, მას ბრაზილიის პირველ გუნდში არასოდეს უთამაშია. მისი სატრანსფერო ფასი კი 7 მილიონ ევროს შეადგენს.

 

ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2001 წლიდან მოყოლებული, მაქსველი იქ მიდიოდა, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ისინი ერთად თამაშობდნენ ჰოლანდიურ “აიაქსში”. შემდეგ შვედმა ფორვარდმა მილანის “ინტერში” გადაინაცვლა და 2006 წელს ბრაზილიელიც უკან გაჰყვა. იბრამ იქაც ვერ მოისვენა და “ბარსაში” გადავიდა. მაქსველი კვლავ მის ნაკვალევს მიჰყვა. ერთი წელი ითამაშა კატალონიაში ზლატანმა და კვლავ იტალიას დაუბრუნდა, ოღონდ ამჯერად “მილანს”. ექსპერტები მარცხენა მცველსაც სწორედ იქ უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას. დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება იანვარში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward