მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
18 ხელმისაწვდომი ფეხბურთელი

18 ხელმისაწვდომი ფეხბურთელი

  ჟოსეპ გვარდიოლას “მესტალიაზე” 18 ფეხბურთელი ეყოლება განკარგულებაში. მატჩი ოთხშაბათს გაიმართება და ლა ლიგაში რიგით მეოთხე იქნება.

 

ესპანეთის სამხრეთში გამგზავრებამდე, პირველმა გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა დახურულ კარს მიღმა. ხვალ “ბარსელონა” გათამაშების სათავეში მყოფ “ვალენსიას” დაუპირისპირდება. პირველი გუნდის თვრამეტივე ფორმაში მყოფი ფეხბურთელი გაემგზავრება ვალენსიაში.

 

ტრავმირებულთა შორის რჩებიან ალექსის სანჩესი და ანდრეს ინიესტა, ასევე პიკეც, რომელმაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა ექიმებისგან თამაშის ნებართვა არ მიუღია.

 

ხვალ, ესპანეთის დროით 10:15 საათზე გუნდი შეიკრიბება  “კამპ ნოუზე”, საიდანაც ისინი “ელ პრატის” აეროპორტში გაემგზავრებიან და ვალენსიაში გაფრინდებიან. დანიშულების ადგილზე “ბარსელონა” 11:55 საათზე ჩავა და აეროპორტიდან სასტუმროსკენ გაემართება.

 

თამაშის დასრულებისთანავე, “ბარსელონას” ფეხბურთელები კატალონიაში დაბრუნდებიან. ფრენა ღამის 1:15 საათზეა დაგეგმილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში