workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [1 დეკემბერი]

ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [1 დეკემბერი]

მსოფლიო ჩემპიონატზე 10 მერვედფინალისტი და 4 მერვედფინალური წყვილი უკვე ცნობილია. დღეს ჯგუფიდან გამსვლელ კიდევ 4 გუნდს და ორ წყვილს გავიგებთ.

დღევანდელი 4 თამაშიდან სამში ბარსელონელი თამაშობს.

19:00 საათზე აბდე ეზალზულის მაროკო კანადას დაუპირისპირდება. მაროკო არწაგების შემთხვევაში 1/8-ფინალში აუცილებლად გავა. წაგების შემთხვევაშიც გავა, თუ ხორვატია ბელგიას დაამარცხებს, ან პარალელური მატჩი ფრედ დასრულდება და მაროკოს ბელგიაზე უკეთესი ბურთების სხვაობა ექნება, ან პარალელურ მატჩში ბელგია მოიგებს და მაროკოს ხორვატიაზე უკეთესი ბურთების სხვაობა ექნება.

23:00 საათზე ერიკ გარსიას, ჟორდი ალბას, ალეხანდრო ბალდეს, სერხიო ბუსკეტსის, გავის, პედრის, ანსუ ფატისა და ფერან ტორესის ესპანეთი იაპონიას შეხვდება. ესპანეთი არწაგების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა, მოგების შემთხვევაში კი პირველ ადგილს გაინაღდებს. ესპანელები 1/8-ფინალში ითამაშებენ წაგების შემთხვევაშიც, თუ ჯგუფის მეორე შეხვედრა ფრედ დასრულდება.

იმავე დროს ჯგუფის მეორე შეხვედრაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გერმანია კოსტა რიკას დაუპირისპირდება. გერმანიას აუცილებლად მოგება ჭირდება, მაგრამ თუ პარალელურ შეხვედრაში ესპანეთი ვერ მოიგებს, გერმანელებს ბურთების უკეთესი სხვაობის იმედი უნდა ჰქონდეთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 01 დეკ 2022, 14:31
    #2

    მოინდომოს კოსტა რიკამაც, იაპონიამ მოუგო ამ მკვდარ გერმანიას და ამათ ფრე ვერ უნდა გაუგორონ.

  • marco reus 11
    schedule 01 დეკ 2022, 11:22
    #1

    ალვარესს ჭკუა თუ აქვს უნდა წავიდეს სიტიდან. ან იმათ რა ნამუსით უნდა სთხოვონ დარჩენა :დ ენცოც კია ბიჭია. მაკალისტერს იმედია გოლი დაეხმარება და ასე თუ ისე შეცვლის ლოცოლსოს . ამ მუნდილაზე დაუმარცხებელი არავინ არ ჩანს ,მშვენიერი შანსები აქვთ